ნორჩ მკითხველთა წრე ,,ცასწავალა"
სკოლა: სსიპ. ქ. ბათუმის Nმე-20 საჯარო, III კლასი
მასწავლებელი: მაია დავითაძე
სასწავლო წელი:2019-2020,
IIსემესტრი
ნორჩ მკითხველთა წრის კონცეფცია
მისია: მოსწავლეებს გაუფართოვდეთ წიგნიერების თვალსაწიერი.
მაღალესთეტიკური, წიგნიერი, გემოვნებიანი, კრეატიული, შემოქმედებითი და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნების აღზრდა.
წრის აქტუალობა და მნიშვნელობა:
წრის ფარგლებში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას. ამასთანავე, ხალისით შეასრულებენ სასწავლო ინტერაქტიურ აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბებას, ქართულად სწორად წერასა და მეტყველებას.
საწრეო მუშაობის მიზანი:
მოსწავლეთა კითხვით დაინტერესება. ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა . მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება,
კრიტიკული აზროვნების ხელშემწყობი უნარების გამომუშავებაზე ზრუნვა
კრიტიკული აზროვნების ხელშემწყობი უნარების გამომუშავებაზე ზრუნვა
.საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის იმიტომაც,რომ მეტი ცოდნა დაუგროვდეთ გრამატიკაში,რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება.რამდენიმე წელია რაც,ქართული ენა ლიტერატურასთან კომბინირებულად ისწავლება,მოსწავლეებს ცალკე არ აქვთ გრამატიკის სახელმძღვანელო,ამიტომ ბუნებრივია,თუ უფრო გაღრმავებულად ვასწავლით მშობლიური ენის გრამატიკას. მოსწავლეებს შევთავაზებ მრავალფეროვან აქტივობებს, მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ გამოვიდეს.
რესურსები: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, პროექტორი,დავალების ბარათები, ფერადი წებოვანი ფურცლები, შუქნიშნის ბარათები.
ამოცანები:
1. საწრეო მუშაობის პროცესში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება, რაც გამოიხატება მოზარდის სხვადასხვა კუთხით წახალისებაში.
2. მოსწავლემ შეძლოს საწრეო მუშაობის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში გადატანა. საგაკვეთილო პროცესში, სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში, სკოლის გარეთ კულტურულ და გასართობ პროგრამებში.
3. მხატვრულმა კითხვამ მოსწავლეებს აღუძრას და განუვითაროს პოეზიისა და პროზისადმი დიდი სიყვარული.
კალენდარი
წრის შეხვედრა მოეწყობა კვირაში ერთხელ, პარასკეობით.
შეხვედრა გაგრძელდება 1 საათი.
დაიწყება 1 საათზე.
წრის მოსწავლეთა სია:
1.მახარაძე ნათია
2. მახარაძე ალექს
3. ყუბუსიძე ნია
4.შილაზე თაზო
5.წერეთელი საბა
6.ცაგარეიშვილი ელენე
7. თავართქილაძე თეკლა
8. კობალაძე გაბრიელ
9.ჯანაშია ნიკა
წრის მუშაობის პროგრამა
შეხვედრა
|
დრო
|
შესასრულებელი საკითხები
|
აღწერა
|
1
|
7.02.2020
|
წრის შეკრება; მოლოდინების განსაზღვრა
|
წრის წევრთა პირველი შეხვედრა. მოლოდინების განსაზღვრა. მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა:
-რას ნიშნავს მათთვის კითხვის წრე?
-რა მოლოდინები აქვთ ? რატომ გაერთიანდნენ წრეში? შეავსებენ მოლოდინების ხეს ფერადი ფურცლებით.
შეიმუშავებენ საწრეო მუშაობისას საჭირო ქცევის წესებს,
|
2
|
14.02
|
წრის სამუშაო მიზნისა და პროგრამის გაცნობა
|
გაეცნობიან საწრეო მუშაობის მიზანს, პროგრამას.
|
3
|
21. 02
|
საუბარი ლიტერატურაზე
|
ვიცი, გავიგე, მინდა ვიცოდე
|
4
|
28.02
|
საყვარელი პოეტის ან მწერლის წარმოჩენა
|
წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალის გაცნობა რომელიმე მწერალზე ან პოეტზე და შესაბამისი დავალების მიცემა, თავადაც შექმნან მსგავსი ...
|
5
|
06.03
|
მეტყველების ნაწილების ამოცნობა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ მეტყველების ნაწილებს გახსენება და ივარჯიშებენ მათ ამოცნობაზე.
|
6
|
20.03
|
სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
|
მონიტორინგის გაწევა ბიბლიოთეკაში ქცევის წესებზე.
|
7
|
27.03
|
რ. ინანიშვილის ,,ბედნიერების“ განხილვა
|
პასუხის გაცემა კითხვაზე ,, რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას?
|
8
|
3.04
|
ქართველი მსახიობის მიერ მხატვრულად წაკითხული ნაწარმოების მოსმენა
|
მოისმინონ, რომელიმე მსახიობის მიერ მხატვრულად წაკითხული ნაწარმოები და თავადაც გამოსცადონ თავი გამომეტყველებით კითხვაში.
|
9
|
10.04
|
საყვარელი ლექსის გამომეტყველებით კითხვა
|
მოსწავლეები შეარჩევენ წაიკითხავენ მათი საყვარელი პორტის ლექსს
|
10
|
17.04
|
ნაწარმოების შერჩევა წარმოდგენისთვის
|
შეარჩიონ ნაწარმოები, რომლის ინსცენირებასაც მოახდენენ.
|
24.04
|
არსებითი სახელის ბრუნება
|
მოსწავლეები გაიხსებებენ არსებითი სახელის ბრუნებას
|
|
1.05
|
ზმნა. ზმნის დრო
|
გაეცნობიან ზმნის დროს, შეასრულებენ შესაბამის სავარჯიშოებს
|
|
8.05
|
ნაცვალსახელი
|
გაიხსენებენ ნაცვალსახელის დანიშნულებას და იმუშავებენ მისი სწორი ფორმით გამოყენებაზე
|
|
15.05
|
ზედსართავი სახელი
|
ამოიცნობენ და სწორი ფორმით გამოიყენებენ ზედსართავ სახელებს
|
|
22.05
|
რიცხვითი სახელი
|
იმუშავებენ რიცხვითი დახელების სწორად ჩაწერაზე
|
|
29.05
|
სიტყვის დამარცვლა და სტრიქონიდან სტრიქონზე გადატანა
|
გაიხსენებენ წესებს და შეასრულებენ სხვადასხვა სავარჯიშოებს
|
|
05.06
|
წერილის მიწერა
|
მოსწავლეები გაიხსენებენ წერილის მიწერის ინსტრუქციას და მისწერენ წერილს საყვარელ ადამიანს
|
|
13.06
|
საწრეო მუშაობის შეჯამება
|
მოხდება საწრეო მუშაობის შეჯამება
|
|
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ?
ა) დიახ; ბ) არა.
2.თქვენი აზრით, საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენს შვილს კითხვის უნარების გამომუშავებასა და წაკითხულის გააზრება-გაგებას?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
3.
იყო თუ არა საწრეო მუშაობა თქვენი შვილისთვის საინტერესო და . მრავალფეროვანი?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
4 იყო თუ არა მოსწავლეთათვის შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10.
მოსწავლის კითხვარი
1.დროულად მოგეწონათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ?
ა) დიახ; ბ)
არა.
2.იყო თუ არა საწრეო მუშაობა საინტერესო და მრავალფეროვანი?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
3. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ) არა.
4. იყო თუ არა შენთვის შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო?
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ;
გ) არა.
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
No comments:
Post a Comment