გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებელი: მ. დავითაძე
გაკვეთილის თემა
|
ჯამი გავამრავლოთ რიცხვზე
|
საგანი
|
მათემატიკა
|
სწავლის საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, მეოთხე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეები გაეცნონ ჯამის რიცხვზე გამრავლების
სხვადასხვა ხერხს და ეფექტიანად გამოიყენონ გამოთვლების შესრულებისას.
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, კომპიუტერი, ფერადი მარკერები, ცხრილები,
ბარათები ამოცანებით,
|
გაკვეთილის მიზნები
|
●მოსწავლეებმა განივითარონ ჯამის რიცხვზე გამრავლების უნარ-ჩვევები;
●ისწავლონ ჯამის რიცხვზე გამრავლების წესის გამოყენება ზეპირი გამოთვლებისას.
●გამოავლინონ ისტის ტექნოლოგიების ფლობა და ეფექტურად გამოყენება.
|
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი და ინდიკატორი
|
IV.3.
მოსწავლეს შეუძლია
გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება;
●ხსნის რიცხვის 100-ზე,და 1000-ზე და .შ.გამრავლების და ნულით დაბოლოებულ
რისხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს,იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას;
●იყენებს წერით ალგორითმს რიცხვებზე გამრავლება-გაყოფის მოქმედებათა
შესასრულებლად და განმარტავს გამოყენებულ ხერხს.
მათ.IV.5.მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა
ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.
●გამოსახავს
სიგრძის/ წონის საზომ დიდ ერთეულს
მცირე
ერთეულებით.
მათ.IV.10.მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ობიექტთა
შორის მანძილის პოვნა.
●ზომავს
და ითვლის ტეხილის სიგრძეს, მრავალკუთხედის
პერიმეტრს
და გამოსახავს მას შესაბამის ერთეულებში.
ისტ.ტექ. მოსწავლეს შეუძლია ისტის ეფექტიანად და
უსაფრთხოდ გამოყენება.
●აცნობიერებს
ზოგიერთი ციფრული საშუალების
დანიშნულებას;
●გაიაზრებს
კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას,
მათ
ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
|
წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლე დამოუკიდებლად ასრულებს შეკრება-გამოკლებისა და გამრავლება
-გაყოფის მოქმედებებს, რაც საშუალებას მისცემს გაუადვილდეს ახალი მასალის ათვისება
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, კომპიუტერი, როუტერი, პროექტორი, ცხრილები,
ფანქარი, ფერადი მარკერები, ბარათები.
|
კლასის ორგანიზების
ფორმები
|
საერთო -საკლასო,
ინდივიდუალური, ჯგუფური.
|
გამოყენებული
მეთოდები
|
გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი,ვიზუალიზაცია,
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ
კლასს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს, მიზნის შესაბამისს აქტივობებს
და შეფასების საგანს.
A
ფაზა- გამოწვევა
აქტივობა N1-ფერადი რიცხვების ხის შექმნა.
მეთოდი: გონებრივი
იერიში
კლასის ორგანიზების
ფორმა: საერთო საკლასო
დრო: 7წუთი
გაკვეთილის დასაწყისშივე
ვზრუნავ მოსწავლეთა განწყობის შექმნასა და მოტივაციის ამაღლებაზე, რომელსაც ვახერხებ
გონებრივი იერიშით, შესწავლილი საკითხების გამეორებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების
ფონზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმოვიხილავთ გამრავლების ცნებას, კომპონენტებს, თვისებას,
რიცხვის 0-ზე, 1-ზე, ათზე და ასზე გამრავლების წესებს. ჩემს მიერ დასმული შეკითხვის
პასუხებს მოსწავლეები კი არ აცხადებენ, არამედ პოულობენ ფერადი რიცხვების ,,კორიანტელში“
და ალაგებენ დაფაზე იმ წესის მიხედვით, როგორც ეს საანგარიშოზეა მოცემული (ერთეულებს
პირველ საფეხურზე, ათეულებს მეორეზე...)
ბოლოს მოსწავლეებს ვავალებ
შეკრიბონ დაფაზე მოთავსებული რიცხვები და პასუხი ჩაწერონ ცარიელ ვარსკვლავში. შეიქმება
რიცხვთა ხე, რომლის კენწოროში - ვარსკვლავში მოექცევა ამ რიცხვების ჯამი და ეს იქნება
რიცხვი 2018. მოსწავლეთა ნამუშევარს ვუმატებ შტრიხს, ფერადი რიცხვების ხეს შემოვავლებ
მწვანე კონტურის, რის შემდეგაც მიიღება ფერად რიცხვთა ნაძვის ხე ( ეს დასაწყისში
მოსწავლეთა განწყობის ასამაღლებლად).
აქტივობა N2 -საშინაო
დავალების შემოწმება
მეთოდი: ფრონტალური
გამოკითხვა
კლასის ორგ. ფორმა:
საერთო- საკლასო
დრო : 10წთ
ვამოწმებ საშინაო დავალებას
და ამავდროულად ვახდენ მოსწავლეთა შემზადებას ახალი საკითხის დასაუფლებლად.
B
ფაზა
აქტივობა N3
-სახელმძღვანელოზე მუშაობა
მეთოდი კითხვა-პასუხი
ორგ. ფორმა: საერთო
საკლასო
დრო- 5 წუთი
სიღრმისეული წვდომის ფასაზე
ვიწყებ ახალი მასალის ახსნას, ვმუშაობ სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებზე.
C
-ფაზა - გააზრება-გამთლიანება
აქტივობა N4
- ამოცანების ამოხსნა
მეთოდი-ჯგუფური
მუშაობა
დრო-10 წუთი
საკითხის გააზრების ფაზაზე
, შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით ვატარებ ჯგუფურ სამუშაოს. მოსწავლეებს
ვთავაზობ ისეთ ამოცანებს, რომლებიც ჯამის რიცხვზე გამრავლების უნარის გააქტიურებას
შეუწყობს ხელს. (ამოცანები დიმიტრი გოშხეთელიანისგან, პლიუს ბონუს სავარჯიშოები სიგრძის/მასის/დროის
საზომ ერთეულებზე).
აქტივობა N5
–
მეთოდი: ტესტირება
ორგ.ფორმა საერთო
საკლასო
დრო 5 წუთი.
დიაგნოსტიკური შეფასების მიზნით
მოსწავლეებს ვამუშავებ ქვიზის ტესტებზე, რაც საშუალებას მომცემს ეფექტურად დავგეგმო
მომდევნო გაკვეთილი.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
დრო : 3 წუთი
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით ვახდენ მოსწავლეთა
განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეებს ვურიგებ თვითშეფასების კითხვარს, სადაც მოახდენენ
გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოჩენას. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს
ვაფასებ სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.
|
საშინაო დავალების
მიწოდება
|
ვაძლევ საშინაო დავალებას. 2 წთ.
|
დანართი N1
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურობა და ჩართულობა
|
მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. აქტიურია მსჯელობისა თუ პრაქტიკული
სამუშაოს შესრულების დროს.
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.მონაწილეობს
პრაქტიკულ საქმიანობაში,მაგრამ უჭირს
ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა.
|
ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში,უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
ახალი მასალის ათვისების ხარისხი
|
აითვისა ჯამის რიცხვზე გამრავლების წესი. იყენებს ორივე ხერხს გამოთვლების
შესრულებისა და ამოცანების ამოხსნისას.
|
აითვისა ჯამის რიცხვზეგამრავლების წესი, მაგრამ დაუშვა გამოთვლითი ხასიათის
შეცდომები.
|
მოსწავლემ ვერ გაითავისა ჯამის რიცხვზე გამრავლების წესი.
|
მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე იცავს ჯგუფური მუშაობის წესებს.აქტიურ მონაწილეობას ღებულობს
ჯგუფურ მუშაობაში და შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციაში.
|
მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო
ჯგუფური სამუშაოს პროცესის ერთ-ერთ ნაწილში.
|
მოსწავლე არ იყო ჩართული ჯგუფურ
მუშაობაში. გამოირჩეოდა დაბალი აქტივობით.
|
დანართიN2
მოსწავლის თვითშეფასების სქემა
რა იყო გაკვეთილზე თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
|
|
რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?
|
|
ვისთან ერთად იმუშავე?
|
|
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზანი?
|
|
რა ვერ გააკეთე კარგად? რა
იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
|
|
რა გინდა შემდეგში უკეთ
გააკეთო?
|
|
გაკვეთილის გეგმა
22.03.2018
წ
გაკვეთილის
თემა
|
ა. წერეთლის
,,გაზაფხული”
|
საგანი
|
ქართული ენა
და ლიტერატურა
|
სწავლის საფეხური/კლასი
|
დაწყებითი,
IV კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე
|
მასწავლებელი
|
მაია დავითაძე
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს
გაკვეთილი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები
გაეცნობიან, გააანალიზებენ და გაიაზრებენ
გაზაფხულის თემაზე შექმნილ სხვადასხვა ტექსტებს, გააკეთებენ დასკვნას, რით განსხვავდება
გაზაფხული წელიწადის სხვა დროთაგან და რით არის უპირატესი.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, როუტერი, მოსწავლის ბუკები,
სქემები, ბარათები, თაბახის ფურცლები.
|
გაკვეთილის
მიზანი
|
·
პოეტური ტექსტის
აღქმა;
·
გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება;
·
ლექსიკური
მარაგის გამდიდრება;
• ტექსტის
კონსტრუირება;
·
მოსმენის, დაკვირვების, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნების, ანალიზის, შეჯამებისა და დასკვნების
გაკეთების უნარ-ჩვევათა განვითარება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი
შედეგი და ინდიკატორი
|
ქართ. IV. 1. მოსწავლეს
შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
ქართ. IV. 2. მოსწავლეს
შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებუ-ლება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
ქართ. IV. 6. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა თე-მაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
ქართ. IV. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სტრატეგიის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად.
ქართ. IV. 14. მოსწავლეს შეუძლია
წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება.
|
წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეს შეუძლია -მოსწავლე პრაქტიკულად დაუფლებულია კითხვის ჩვევებს. -შესაბამისი ინტონაციით წარმოთქვამს თხრობით, კითხვით და ძახილის წინადადებებს. -აჯამებს მიღებულ ინფორმაციას. ახდენს ტექსტის კონსტრუირებას. |
კლასის
ორგანიზების ფორმები
|
საერთო-საკლასო, ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფური.
|
გამოყენებული
მეთოდები/სტრატეგიები
|
,, გონებრივი იერიში“
.
,,ასოციაციური რუკა“
. „კორნელის გრაფა“.
. ,, მოდელირებული კითხვა“
. ,,პრეზენტაცია“
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო
საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი
კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს, მიზნის შესაბამის აქტივობებს და შეფასების რუბრიკებს.
აქტივობა 1. საშინაო დავალების შემოწმება.
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო-საკლასო.
მეთოდი:
პრეზენტაცია
დრო: 10
წუთი
,,ჩემი
ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხი თვის სიცოცხლეს სჯობია“-ამბობს ია საკუთარი თავის შესახებ ტექსტში. როგორ
ფიქრობთ , აქვს მას ამ სიტყვების თქმის საფუძველი? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა
ჰქონდათ მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიცემული..დავალება უნდა შეესრულებინათ ჯგუფურად.
I
ჯგუფის მოსაზრება-აქვს იას სიამაყისა
და თავის მოწონების საფუძველი, რადგან ის სწორედ ის ყვავილია, რომელმაც იაკობს დედაენის
გასაღები აპოვნინა. მოსწავლეები პასუხს არგუმენტირებულად ასაბუთებენ შესაბამისი პრეზენტაციის
წარდგენით.
II
ჯგუფის მოსაზრება- აქვს იას სიამაყის უფლება
, რადგან ის წელიწადის ულამაზესი დროის-
გაზაფხულის მახარობელი ყვავილია. ამასთანავე ხასიათდება სამკურნალო და ესთეტიური
თვისებებითაც, არის ამინდის მაპროგნოზირებელი ბუნებრივი ბარომეტრიც.
Ш
ჯგუფის მოსაზრება-არა აქვს იას სიამაყის
უფლება ,რადგან მიუხედავად მისი ფასეულობებისა
და ღირებულებებისა,ესთეტიური და სამკურნალო თვისებებისა, უბრალოებას , თავმდაბლობას
და თავაზიანობას ამქვეყნად არაფერი შეედრება.
aქტივობა N2.
ვიდეორგოლის
ჩვენება და ასოციაციური რუკის შექმნა.
მეთოდი: გონებრივი იერიში
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო -საკლასო
დრო-5 წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით, ქსელის ვიდეორგოლით
გაუზიარებს გაზაფხულის თემაზე, my maiker-ში, მის მიერვე შექმნილ ვიდეორგოლს, ახდენს მოსწავლეთა გამოწვევას
და შემზადებას ახალი მასალის მისაწოდებლად.
ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ კლასში გონებრივი იერიშით,
კითხვა -პასუხის რეჯიმში იმართება საუბარი,იმის შესახებ, თუ რა იციან მოსწავლეებმა
წელიწადის ამ ულამაზესი დროის შესახებ.რის შემდეგაც ივსება ასოციაციური რუკა.
აქტივობა
-3
უცნობ
სიტყვებზე მუშაობა
მეთოდი-სიტყვის
მაძიებელი
კლასის
ორგ. ფორმა-საერთო- საკლასო
დრო-2
წუთი
მასწავლებელი დაფაზე წარადგენს სიტყვის მაძიებლის
სქემას,(დანართი 1) მოსწავლეები ახდენენ
სქემის მეორე სვეტის შევსებას.აღნიშნულ აქტივობაზე მუშაობა გრძელდება ახალი მასალის
გაცნობის შემდეგაც.
აქტივობა-4
ტექსტის კითხვა.
სახ.გვ.98. ა. წერეთლის ,,გაზაფხული“
(ნ.
მაღლაკელიძე. ქართული ენა, მე-4 კლასი)
მეთოდი:
მოდელირებული კითხვა
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო: 3 წთ
მასწავლებელი
ლექსს კითხულობს გამომეტყველებით, რის შემდეგაც გრძელდება სიტყვის მაძიებლის სქემაზე
მუშაობა.
აქტივობა N5- ტექსტზე
მუშაობა--ანალიზი
მეთოდი:
გაგებაზე-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვების
დასმა
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო:
5 წთ
მოსწავლეებმა პასუხები უნდა გასცენ კითხვებზე, რომლებიც
დაწერილია ქაღალდის დიდ ფორმატზე და გაკრულია დაფაზე. (დანართი 2)
აქტივობა 7-
ჯგუფური მუშაობა- გაზაფხულის თემაზე დაწერილი მოთხრობების
სიუჟეტის გაანალიზება.
მეთოდი: ჯგუფური მუშაობა.
დრო:
10 წთ
კლასი
იყოფა სამ ჯგუფად: თითოეულ ჯგუფს ურიგდება გაზაფხულის თემაზე დაწერილი, დანაწევრებული
მოთხრობა. მოსწავლეებს ევალებათ :
-ტექსტის კონსტრუირება;
- მოდელირებული კითხვა,
-ტექსტის
წაკითხვის შემდეგ შინაარსის გააზრება და სქემის შევსება,
ჯგუფური
მუშაობა შეფასდება წინასწარ
განსაზღვრული კრიტერიუმებით (დანართი
3)
|
შეფასება
და თვითშეფასება
|
აქტივობა 8
დრო
: 8 წუთი
კლასის
ორგ ფორმა: საერთო-საკლასო
მასწავლებელი
მოსწავლეებს სთხოვს საგაზაფხულო მელოდიის
ფონზე გადმოსცენ გაკვეთილზე მიღებული შთაბეჭდილებები ჩანახატის, ჩანაწერის ან ცეკვის შესრულებით
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით (დანართი
4) მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა
განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების კითხვარს (დანართი
5), სადაც ისინი მოახდენენ გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების
წარმოჩენას. გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.
|
საშინაო დავალების
მიწოდება
|
დრო:
2წთ
ა. წერეთლის „გაზაფხული“ -ზეპირად.
დავალება: თხზულება ,,გაზაფხული ჩემს ეზოში“
|
დანართი 1
შეავსე ცხრილის
- „სიტყვების მაძიებელი“ მეორე სვეტი;
სიტყვა
|
ჩემი ვარაუდი
|
ტექსტის მიხედვით
|
ლექსიკონი ამბობს
|
გადვიხედე
|
გადავიხედე
|
||
მესხვაფერა
|
სხვანაირად მომეჩვენა
|
||
სასოება
|
იმედი
|
||
მაყრული
|
სიმღერა, რომელსაც ქორწილში მღერიან
|
დანართი 2
კორნელის ცხრილი
კითხვები
|
პასუხები
|
რისი იმედი ჩაესახა
პოეტს?
|
|
რამ
ჩაუსახა მას ეს იმედი?
|
|
რომელი სიტყვებით
არის გადმოცემული ტექსტში ბულბულის ხმიანობა?
|
|
რას
გულისხმობს პოეტი ,,ბუნების ქორწილში“?
|
|
რა
განწყობა დაეუფლა პოეტს გაზაფხულის სურათის დანახვისას?
|
|
რა
განწყობით არის დაწერილი ეს ლექსი?
|
დანართი 3
რაზეა ტექსტში საუბარი?
|
რა
ნიშნებით ხასიათდება
გაზაფხული?
|
რით
განსხვავდება იგი წინამორბედი სეზონისაგან?
|
რით არის უპირატესი გაზაფხული?
|
დანართი 4
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
აქტიურობა და ჩართულობა
|
მოსწავლე ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში. აქტიურია მსჯელობისა თუ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს.
|
ჩართულია საგაკვეთილო
პროცესში. მონაწილეობს პრაქტიკულ საქმიანობაში, მაგრამ უჭირს
ზოგიერთ კითხვაზე
პასუხის გაცემა.
|
ნაკლებადაა ჩართული
საგაკვეთილო პროცესში, უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
ტექსტის გააზრებული და გამომეტყველებით კითხვა, ანალიზი და საკუთარი აზრის დასაბუთება.
|
მოსწავლე გამოყოფს და
ასახელებს ტექსტის მთავარ სიტყვებს;კითხულობს გამომეტყველებით,
გამოაქვს სათანადო დასკვნა.
|
მოსწავლე ასახელებს
ტექსტის მთავარ სიტყვებს;
, მაგრამ უჭირს სათანადო ინტონაციით კითხვა,დასკვნის გამოტანა.
|
მოსწავლეს უჭირს ტექსტის მთავარი სიტყვების გამოყოფა,
ასევე უჭირს გამომეტყველებით კითხვა და სათანადო დასკვნის გამოტანა.
|
მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე იცავს
ჯგუფური მუშაობის წესებს. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ჯგუფურ მუშაობაში და შესრულებული
სამუშაოს პრეზენტაციაში.
|
მოსწავლე იცავს
ჯგუფური მუშაობის წესებს. მონაწილეობა მიიღო
ჯგუფური სამუშაოს პროცესის ერთ-ერთ ნაწილში.
|
მოსწავლე არ იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში. გამოირჩეოდა
დაბალი აქტივობით.
|
დანართი 5
ჯგუფების შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად
იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად განაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები არათანაბრად განაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად განაწილდა.
|
თამამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა
წევრი იყო აქტიური. ჯგუფის წევრებს შორის იყო
პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
ჯგუფის ყველა წევრი არ იყო აქტიური. ჯგუფის წევრებს შორის
ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო.
|
ჯგუფის წევრები
არ აქტიურობდნენ. ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო.
|
პრეზენტაცია
|
ფლობს
აუდიტორიას, იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას.
საუბრობს
გამართულად და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას.
იცავს დროის ლიმიტს.
|
ფლობს აუდიტორიას,
საუბრობს გამართულად. იშვიათად იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. ცდილობს დაიცვას
დროის ლიმიტი.
|
უჭირს აუდიტორიასთან
საუბარი.
ვერ იყენებს საჭირო
ტერმინოლოგიას.
ვერ იცავს დროის
ლიმიტს.
|
დანართი 6
მოსწავლის თვითშეფასების
სქემა
რა
იყო გაკვეთილზე შენთვის
ყველაზე საინტერესო ?
|
|
რა
ისწავლე ამ გაკვეთილზე?
|
|
ვისთან ერთად
იმუშავე ?
|
|
რა გააკეთე
კარგად?
რა იყო შენი წარმატების
მიზანი?
|
|
რა ვერ გააკეთე კარგად?
რა
იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
|
|
რა
გინდა შემდგომში უკეთ
გააკეთო?
|
No comments:
Post a Comment