გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: მაია დავითაძე
პირადი ნომერი: 61004012611
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი,
I საფეხური , I კლასი
გაკვეთილის ჩატარების თარიღი:
27.03.2019 წელი
საგანი: მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: შეკრების თვისება
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო-ინტეგრირებული
ინტეგრირებული საგნები: მატემატიკა-ისტი
გაკვეთილის მიზანი:
მათემატიკა
- მოსწავლემ დამოუკიდებლად ,,აღმოაჩინოს“ შეკრების თვისება და გამოთვლითი უნარ-ჩვევები გამოიყენოს პრაქტიკაში.
შეძლოს მსჯელობისა
და არგუმენტირების უნარის განვითარება.
ისტ-ი - შეძენილი ცოდნის საფუძველზე შექმნას ,,აღმოჩენილი“
თვისების შესაბამისი ელექტრონული რესურსი
.
წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია I კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნა. გაკვეთილის მიზანი
სრულ შესაბამისობაშია გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგთან,
საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ასევე შესაბამისობაშია ერთმანეთთან გაკვეთილის თემა, მიზანი და სასწავლო წლის მოცემული
პერიოდი.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს
შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ირჩევს
და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით
– მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
Ø კითხულობს
და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან
დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø სიტყვიერად
აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობისა და შედეგის ცნებებს სხვადასხვა
კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ", "მოვაკლოთ",
მიმატება - გაზრდა;
Ø გამოკლება – შემცირება, განცალკევება,
განსხვავება);
Ø ახდენს
შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად,
“რამდენით გაიზარდა/შემცირდა?")
და აღწერს რიცხვებს შორის
Ø დამოკიდებულებებს;
Ø ზეპირად
ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-გამოკლების
მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას
Ø მოდელის
გამოყენებით;
Ø ის ტექნ. I.3 იყენებს
სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
Ø
ის ტექნ. I.3 ქმნის თავისი ასაკობრივი
ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად,
აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად;
Ø
ასევე მასწავლებლის
ან მშობლის დახმარებით (მაგალითად, გარემოს დაცვის შესახებ პროექტის დამხმარე, თვალსაჩინო
მასალა).
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/
ფორმები
|
სასწავლო რესურსი/რესურსები
|
დრო
|
1
|
საორგანიზაციო ნაწილი
გაკვეთილის
ორგანიზებულად წარმართვის მიზნით მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს და შეახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს.
|
ვერბალური
|
საერთო
საკლასო
|
შეფასების
რუბრიკები
|
3
წუთი
|
2
|
გამოწვევა
აქტივობა: დიდაქტიკური
თამაში:
,,არ ვიცით? ვიცით!”
აქტივობის მიზანი: მოხდეს მოსწავლეთა პროვოცირება და წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
მოსწავლეებს უსვამს ფლიფჩარტზე მოთავსებულ
შეკითხვებს რიცხვების შედგენილობასა და შედარებაზე, მოსწავლეთა განსაკუთრებულ ყურადრებას მიმართავს
შეკრების მოქმედებისკენ.
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო
საკლასო
|
ფლიფჩარტზე
დაწერილი კითხვარები;
,,დიახ“,,არას“
ბარათები
|
3
წუთი
|
3
|
აქტივობა: შევუსაბამოთ რიცხვები შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს რიცხვების
დაკავშირება შესაბამისი რაოდენობის საგანთა
ერთობლიობასთან
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ტომრიდან ამოიღონ რიცხვი, დაასახელონ და შეუსაბამონ დაფაზე განთავსებული
შესაბამისი რაოდენობის საგნებს.
|
პრაქტიკული
|
შერჩეული
მოსწავლეები
|
ტომარა.
რიცხვები.
სხვადასხვა რაოდენობის საგნების გროვა
|
4
წუთი
|
4
|
აქტივობა: ,,გავეჯიბროთ ჭიამაიებს“
აქტივობის მიზანი: გააქტიურდეს მოსწავლეთა
ცოდნა ტოლობის უცნობი კომპონენტის საპოვნელად.
აქტივობის აღწერა. მასწავლებელი გამოძახებულ მოსწავლეს სთხოვს, გაეჯიბროს ჭიამაიას და დაასახელოს ტოლობის უცნობი წევრის მნიშვნელობა. მასწავლებელს
დავალება წარმოდგენილი აქვს დაფაზე,სადაც უცნობი შესაკრებების ადგილები დაკავებული აქვთ
ჭიამაიებს. მასწავლებელი კლასთან ერთად ამოწმებს არის თუ არა მოსწავლის მიერ დასახელებული რიცხვი, მოცემული ტოლობის უცნობი
კომპონენტის მნიშვნელობა და ემთხვევა თუ არა იგი ჭიამაიების ქვეშ დაწერილ პასუხებს.
|
პრაქტიკული
სავარჯიშო
|
შერჩეული
მოსწავლეები
|
დაფა
, ჭიამაიები, გამოსაძახებელი ჩხირები
|
5
წუთი
|
5
|
აქტივობა:,,
დააკვირდი, აღმოაჩინე“
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საგნობრივ მასალაზე, მოდელზე მანიპულირებით
ახალი თვისების აღმოჩენა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელს
ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით დაფასთან გამოჰყავს მოსწავლეთა
წყვილი. ერთ მათგანს სთხოვს , აიღოს ჯერ
2ლურჯი ბურთულა, შემდეგ 4 წითელი, მოათავსოს კალათში, მეორეს კი -სთხოვს ჯერ 4 წითელი
ბურთულა აიღოს, შემდეგ 2ლურჯი,
დააკვირდენ
ბურთულებს და მათი რაოდენობის დასადგენად
დაწერონ შეკრების შემცველი ტოლობები .
მასწავლებელი მოსწავლეებს დააკვირვებს მაგალითებზე
და სვამს კითხვას: რა აქვს ტოლობებს საერთო და რა განსხვავებული.
მოსწავლეები
აღმოაჩენენ, რომ განსხვავებულ პოზიციებე დგანან შესაკრებები, თუმცა ჯამი ერთნაირია,
გამოაქვთ დასკვნა: ,,შესაკრებთა ადგილების შეცვლით, ჯამი არ იცვლება“- სწორედ
ეს არის- შეკრების თვისება.
|
აღმოჩენებით
სწავლება
|
შერჩეული
წყვილები
|
სხვადასხვა
ფერის ბურთები, კალათები.ცარცი, დაფა
|
5
წუთი
|
6
|
აქტივობა: ,,დავეხმაროთ ბაჭიას -ვაპოვნინოთ გამოთვლის
იოლი გზა.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლოს გამოთვლის
იოლი ხერხის მიგნება
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს წაუკიხავს სიტუაციურ ამოცანას:
ბაჭიას დასათვლელი აქვს სტაფილოს რაოდენობა,ის ამისთვის ასრულებს შეკრების მოქმედებას
რთული ხერხით, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ , ასწავლონ ბაჭიას გამოთვლის იოლი ხერხი.რომელსაც
შეკრების თვისების დემონსტრირებამდე მივყავართ.
|
დემონსტრირება
|
მოსწავლეთა
შერჩეული
წყვილი
|
რიცხვითი
ღერძი. დაფა, ცარცი
|
3
წუთი
|
7
|
წუთშესვენება
მოსწავლეები შეიქმნიან განწყობას და განიტვირთებიან.
|
მხიარული
ვარჯიში
|
საერთო
საკლასო
|
1
წუთი
|
|
8
|
აქტივობა: ,,ერთად
მეტი შეგვიძლია“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მოახდინონ შესწავლილი ხერხის დემონსრირება,
გინმტკიცონ შეძენილი ცოდნა და უნარები წყვილებში მუშაობის გზით.
აქტივობის აღწერა: შესწავლილი ხერხის განმტკიცების მიზნით მასწავლებელი არიგებს ბარათებს
, რომლებზეც წყვილებში შესასრულებელი დავალებებია მოცემული.(მაგალითები იხილეთ დანართში)
შედეგების
შეფასების ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად გააკეთებს დასკვნას,თუ რისთვის
სჭირდებათ შეკრების თვისების ცოდნა და როდის
და რა დროს შეიძლება მისი გამოყენება.
|
პრაქტიკული
სამუშაო
|
წყვილებში
მუშაობა
|
სავარჯიშოს ბარათები, კალამი.
|
3
წუთი
|
8
|
აქტივობა:
,,ელექტრონული რესურსის შექმნა“
აქტივობის მიზანი: ცოდნის გამოყენება-ტრანსფერი
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მკაფიო ინსტრუქციით აცნობს
მოსწავლეებს , რომ ბუკის საშუალებით უნდა შექმნან ,,აღმოჩენილი“ თვისების შესაბამისი
ელექტრონული რესურსი.
|
პრაქტიკული
სამუსაო
|
ინდივიდუალური
|
მოსწავლეთა
ბუკები
|
5
წუთი
|
9
|
აქტივობა: გაკვეთილის შეჯამება-შეფასება, აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს
განმავითარებელ უკუკავშირს. გაკვეთილს აჯამებს
კითხვების დახმარებით:
---რა
ვისწავლეთ?
---რომელი
აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
--რა
გერთულათ?
-როგორ
გამოიყენებთ დღევანდელ გაკვეთილზე მირებულ ცოდნას?
|
კითხვა-პასუხი
|
საერთო
საკლასო
|
შეფასების
რუბრიკები
|
3
წუთი
|
შეფასების რუბრიკა
|
შეფასების რუბრიკა
|
|
თვითსეფასების რუბრიკა
|
წყვილებში მუშაობის შეფასების სქემა
|
დანართი
1
წყვილებში სამუშაო დავალებების ფურცელი
|
აბა, სცადე მეწყვილესთან ერთად!
დააკვირდი წრეებზე
დაწერილ რიცხვებს და ჩაწერე შეკრების შემცველი
გამოსახულება,,
სთხოვე მეწყვილეს
გამოიყენოს შეკრების თვისება და იოლი გზით
იპოვოს გამოსახულების მნიშვნელობა!
5
|
3
|
2
|
ქართულის გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა
|
ი.
გოგებაშვილის ,,ოთხი სურვილი“
|
საგანი
|
ქართული ენა
და ლიტერატურა
|
სწავლის საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, II კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24 მოსწავლე
|
მასწავლებელი
|
მაია დავითაძე
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები გაეცნობიან, გააანალიზებენ და გაიაზრებენ წელიწადის ოთხივე დროში მომხდარ
ცვლილებებს, გააკეთებენ დასკვნას, თითოეული დროის განსაკუთრებულობისა და მნიშვნელობის
შესახებ.
გაიუმჯობესებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
ფლობისა და გამოყენების უნარებს.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, სქემები, ბარათები, თაბახის
ფურცლები.
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლე
შეძლებს გამოიყენოს შესაბამისი ლექსიკა და ისაუბროს კონკრეტული თემის ირგვლივ.
შეძლებს
ტექსტში ინფორმაციის მოძიებას,
შეძლებს
თემის შესაბამისი ოთხსტროფიანი ურითმო ლექსის შედგენას:;
ტექსტის
შესაბამისი აპლიკაციის შექმნას.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობასა და ეფექტურად გამოყენებას სასკოლო თუ არასასკოლო გარემოში .
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორი
|
ქართ.დაწყ.(1).7.მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტიტ განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება;ტექსტში
მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.
ქართ.დაწყ.(1).8.
მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტაქსტების ინტერპრეტირება ვერბალური
და არავერბალური გზით.
ვერბალური
ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და /ან პირიქით.
ქართ.დაწყ.(1).12.მოსწავლემ
უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეს შეუძლია -მოსწავლე პრაქტიკულად დაუფლებულია კითხვის ჩვევებს. -აქვთ ტექტში ინფორმაციის მოძიების უნარი, იციან წელიწადის დროები. |
კლასის
ორგანიზების ფორმები
|
საერთო-საკლასო,
ინდივიდუალური, ჯგუფური.
|
გამოყენებული
მეთოდები/სტრატეგიები
|
,, გონებრივი
იერიში“
,,სასწავლო გაჩერებები“
სქემა-
,,ბრილიანტი’
.
,,პრეზენტაცია“
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს, მიზნის
შესაბამის აქტივობებს და შეფასების რუბრიკებს.
aქტივობა N1.
გონებრივი
იერიში
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო -საკლასო
დრო-10 წუთი
მასწავლებელი კლასს წინა დღით კლასის მარტვის პროგრამით
აწვდის ბლოგის შემდეგ მისამართზე განთავსებულ
მასალას:
,სადაც აქვს ის მიერვე შექმნილი სლაიდშოუ წელიწადის დროების
შესახებ.,ასევე ბმულს, სადაც არის განთავსებული სიმღერა წელიწადის დროების შესახებ.~
გონებრივი იერიშით, კითხვა -პასუხის რეჯიმში იმართება
საუბარი,იმის შესახებ, თუ რა გაიგეს სლაიდშოუდან, წელიწადის რომელი დრო მოეწონათ,
რა იციან ზოგადად მოსწავლეებმა წელიწადის დროების
შესახებ?
რა გაიგეს სიღერიდან წელიწადის დროების შესახებ?
რით გამოირჩევა წელიწადის თითოეული დრო?
.წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ, მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელოები ტექსტზე,,ოთხი სურვილი“
აქტივობა
N2
დრო:
5 წთ
კლ.
ორგ. ფორმა: საერტო საკლასო
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით.შემდეგ
კი სთხოვს მოსწავლეებს ჩუმად წაიკითხონ ტექსტი და მონიშნონ უცნობი სიტყვები.
აქტივობა
-3
სიტყვის
მაძიებლის შევსება
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო-2
წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ავსებს მას.
აქტივობა-4
მეთოდი: ჯგუფური მუშაობა
აქტივობა:
სასწავლო გაჩერებები
დრო:15წთ
კლასი
იყოფა ოთხ ჯგუფად, წელიწადის დროების სახელწოდებების შესაბამისად.მათ ევალებათ ოთხ
სასწავლო გაჩერებაზე მოძრაობა და სხვადასხვა დავალებების შესრულება.
პირველი
გაჩერება-წელიწადის დროის შესაბამისი ტექსტის
მოძიება და შესაბამის ადგილზე განთავსება;
მეორე
გაჩერება-წელიწადის დროის შესაბამისი სიტყვების
პოვნა და მათი გამოყენებით წინადადებების შედგენა
მესამე
გაჩერება -წელიწადის დროის შესაბამისი აპლიკაციის
შექმნა.
მეოთხე გაჩერება-წელიწადის შესაბამის დროზე სქემა-ბრილიანტის შევსება.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოხდება ჯგუფების ნამუშევრების
პრეზენტაცია-შეფასება//
ჯგუფური
მუშაობა შეფასდება წინასწარ
განსაზღვრული კრიტერიუმებით (დანართი
2)
|
შეფასება
და თვითშეფასება
|
აქტივობა 5 -შეჯამება
დრო
: 5 წუთი
კლასის
ორგ ფორმა: საერთო-საკლასო
-რა გავიგეთ ახალი დღეს?
-რა აღმოვაჩინეთ ჩვენი აქტიურობით?
-რით იყო განსხვავებული დღევანდელი გაკვეთილი?
რა უნდა გავაკეთოთ წარმატებით რომ გავართვათ თავი
სავარჯიშოებს?
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით (დანართი
2) მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა
განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების კითხვარს (დანართი
3), სადაც ისინი მოახდენენ გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების
წარმოჩენას. გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.
|
საშინაო დავალების
მიწოდება
|
დრო:
2წთ
მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ გააკეთონ უბის წიგნაკი
და ჩაწერონ მათი ,,ოთხი სურვილი“ წელიწადის დროების მიხედვით.
|
გაკვეთილის
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
აქტიურობა და ჩართულობა
|
მოსწავლე ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში. აქტიურია მსჯელობისა თუ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს.
|
ჩართულია საგაკვეთილო
პროცესში. მონაწილეობს პრაქტიკულ საქმიანობაში, მაგრამ უჭირს
ზოგიერთ კითხვაზე
პასუხის გაცემა.
|
ნაკლებადაა ჩართული
საგაკვეთილო პროცესში, უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
ტექსტის გააზრებული და გამომეტყველებით კითხვა, ანალიზი და საკუთარი აზრის დასაბუთება.
|
მოსწავლე გამოყოფს და
ასახელებს ტექსტის მთავარ სიტყვებს;კითხულობს გამომეტყველებით,
გამოაქვს სათანადო დასკვნა.
|
მოსწავლე ასახელებს
ტექსტის მთავარ სიტყვებს;
, მაგრამ უჭირს სათანადო ინტონაციით კითხვა,დასკვნის გამოტანა.
|
მოსწავლეს უჭირს ტექსტის მთავარი სიტყვების გამოყოფა,
ასევე უჭირს გამომეტყველებით კითხვა და სათანადო დასკვნის გამოტანა.
|
მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე იცავს
ჯგუფური მუშაობის წესებს. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ჯგუფურ მუშაობაში და შესრულებული
სამუშაოს პრეზენტაციაში.
|
მოსწავლე იცავს
ჯგუფური მუშაობის წესებს. მონაწილეობა მიიღო
ჯგუფური სამუშაოს პროცესის ერთ-ერთ ნაწილში.
|
მოსწავლე არ იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში. გამოირჩეოდა
დაბალი აქტივობით.
|
ჯგუფების შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად
იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად განაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები არათანაბრად განაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად განაწილდა.
|
პრეზენტაცია
|
ფლობს
აუდიტორიას, იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას.
საუბრობს
გამართულად და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას.
იცავს დროის ლიმიტს.
|
ფლობს აუდიტორიას,
საუბრობს გამართულად. იშვიათად იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. ცდილობს დაიცვას
დროის ლიმიტი.
|
უჭირს აუდიტორიასთან
საუბარი.
ვერ იყენებს საჭირო
ტერმინოლოგიას.
ვერ იცავს დროის
ლიმიტს.
|
No comments:
Post a Comment