პროექტი
„შემოდგომა -
ბუნების სასწაული“
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია, რადგან პროგრამული თემა ,,შემოდგომის“ შესწავლის წინ,
როცა მოსწავლეებს სისრულეში მოვაყვანინე წინარე ცოდნა წელიწადის დროების შესახებ ,
მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა შემოდგომის სისავსეზე,ფერადოვნებაზე, სიუხვესა
და მრავალფეროვნებაზე, ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემის შესწავლა მოგვეხდინა სწორედ ამ
მეთოდით- პროექტული სწავლების გზით,რადგან
სწორედ ეს ხერხი იძლევა აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საშუალებას, იწვევს
მოსწავლეთა მოტივირებას, პასუხისმგებლობასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში და ხელს
უწყობს 21-ე საუკუნის
ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას,
როგორიცაა:
-შემოქმედებითობა და ორიგინალურობა;
-კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა;
-კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
-თანამედროვე ტექნოლოგიებით ინფორმაციის მოძიების და მისი გამოყენების
ცოდნა;
-მიზნების განსაზღვრა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულება;
-საერთო მიზნის მისაღწევად ერთიანობის დემონსტრირება.
თემა აქტუალურია, რადგან ემსახურება საგანთაშორისი
ცოდნის გამთლიანებას და ხელს უწყობს ესგ-ით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.
პროექტის მიზნები:
▪ მოსწავლემ შეძლოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტოებისა და ილუსტრაციების მოძიებისა და მათი
შემოქმედებითად გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება;
▪ სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე მარტივი ტექსტის შედგენა.
▪ ჯგუფის წევრებთან ერთად განასახიეროს ნაწარმოებში ასახული სცენები.
▪ შეძლოს გამოიყენოს
ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიები მიზნის მისაღწევად.
▪ შეძლოს ბუნებაზე დაკვირვების შედეგად მიღებული
შთაბეჭდილებები ასახოს ნამუშევრებში: ნახატებში,
კოლაჟებსა და ჩანახატებში.
▪ შეძლოს მარტივი შრომითი საქმიანობის შესრულება.
▪ სისტემაში
მოიყვანონ მსჯელობის, კვლევა-ძიების,ფანტაზიის,საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების
თვითორგანიზაციის, თვითპასუხისმგებლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და თანამშრომლობის
უნარების განვითარება.
პროექტი
გადის ე.ს.გ
-ით განსაზღვრულ შემდეგ შედეგებზე:
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია
მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის,
იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...) დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
·
ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ სცენებს.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას
და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის
ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
·
მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი
სიუჟეტის გადმოსაცემად;
·
გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი
ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
·
ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს;
·
საყვარელი ნაწარმოების / ზღაპრისთვის ქმნის წიგნის მაკეტს.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა
და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტებს (ზღაპარს, მოთხრობას);
·
სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას (მაგ.,
„შემოდგომა“,.);
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების
დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· თანმიმდევრობით
ჩამოთვლის სეზონებს და თვეებს;
·
ერთმანეთს ადარებს სეზონებს, საუბრობს
მათ განმასხვავებელ ნიშნებზე, აკეთებს კოლაჟებს,
ჩანახატებს და სხვა;
·
აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც
განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ., ფოთოლცვენა, ყვავილობა, ბეწვის ფერის ცვლა);
·
· ჩამოთვლის
მისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს და
აკავშირებს სეზონებთან.
ბუნ.III.9.მოსწავლეს
შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების
დაცვა.
ადგენს კვების
საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ., ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები);
ს.გ.III.2.
მოსწავლეს
შეუძლია განავითაროს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის
და პროცედურის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხატავს ფანქრით, პასტელით, აკვარელით,
გუაშით, ნახშირით, ცარცით და სხვ.;
·
ძერწავს მარტივ ფორმებს სხვადასხვა
მასალით (თიხა, პლასტილინი, ცომი, ცვილი და სხვ.);
·
სხვადასხვა მასალით ქმნის მარტივ
გამოსახულებებს, კომპოზიციებს;
·
მოძიებული და უკვე ნაცნობი მასალით
(ხის ქერქი, ნიჟარა, მავთული, თოკი, ქაღალდი, მძივი, მუყაო და სხვ.) ამზადებს მარტივ
ნაკეთობებს და კონსტრუქციებს.
ს.გ.III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს,
მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის
ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.III.4.
მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა
და წარმოსახვის მეშვეობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ქმნის სიუჟეტებს თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით;
·
ნამუშევარში გადმოსცემს სპექტაკლზე,
კონცერტზე, ცირკში, ზოოპარკში, მუზეუმში, ექსკურსიაზე ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
ს.გ.III.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს
და შეასრულოს მარტივი სამუშაო.
ს.გ.III.6.
მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად
და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
მონაწილეობს
გუნდურ სამუშაოში, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი, ჯგუფის წევრი);
·
დასმულ
ამოცანას გადაჭრის დამოუკიდებლად ან მეწყვილესთან ერთად;
·
ითხოვს
დახმარებას და იჩენს სხვების დახმარების ინიციატივას.
ს.გ.III.9. მოსწავლე პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარსა და აზრს.
ს.გ.III.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის
ღონისძიებაში.
პროექტზე მუშაობის ვადა-- 4 კვირა 01.11.16-დან 30.11.16-მდე.
განსახორციელებელი საქმიანობები
შესასრულებელი საკითხები
|
შესრულების ვადა
|
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი
|
ამოცანის განსახორციელებლად
საჭირო რესურსი
|
შემსრულებელი/ სასუხისმგებელი
პირი
|
პროექტის ინიცირება:
დისკუსიის გამართვა პროექტინიციატივის ირგვლივ შემოთავაზებული
იდეების აქტუალობაზე.ჯგუფების შექმნა, ფუნქციების გადანაწილება.
|
3-4 დღე
|
მოსწავლეები აიტაცებენ პროექტის იდეას,გამოკვეთენ
თემას, შეიმუშავებენ განსახორციელებელ აქტივობებს.
|
საინფარმაციო წყაროები.-google-ის საძიებო სისტემა.
Painter-ის გამოყენება.
|
III კლასის მოსწავლეები,მსობლები და მასწავლებელი
|
აქტივობა-1
გასვლითი ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში და შემოდგომის
ბუნებაზე დაკვირვება.
|
1დღე
|
შეიგრძნობენ შემოდგომის ბუნების მრავალფეროვნებას,
სისავსესა და სიუხვეს
|
ფოტოაპარატი, ბლოკნოტე- ჩანაწერებისთვის
|
მასწავლებე
ლი,მოსწავლეები და მშობლები.
|
აქტივობა-2
მოცემულ თემასთან დაკავშირებული ჩანახატის, ნახატისა
და კომპოზიციების შექმნა. მათ შორის საუკეთესო ნამუშევართა გამოვლენა.
|
2-3 დღე
|
მოსწავლეე
ბი ახერხებენ თავიანთი განცდების ნახატისა ჩანახატისა და კომპოზიციის სახით წარმოდგე
ნას.
|
თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, აკვარელი.
დიდი ზომის ქარალდის ფორმატი, ჭრელი ფოთლები, შემოდგომის ყვავილები, წებო
|
I-ჯგუფის მოსწავლეები ჩანახატის გაკეტება:
II-ჯგუფის მოსწავლეები
სემოდგომის თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა IIIჯგუფი-საშემოდგომო
კომპოზიციის შექმნა.
|
აქტივობა-3
შემოდგომის თემაზე pover-point-Si
sesrulebuli პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა
|
1 კვირა
|
ეექტურად იყენებენ ისტის საშუალებებს ინფორმაციის
მოძიებისა და კვლევის
პროცესში და ქმნის პროდუქტს.
|
სხვადასხვა ინტერნეტ- საიტები...
|
მოსწავლეები
|
აქტივობა-4
შემოდგომის თემაზე საუკეთესო ლექსის მოძიება და გამომეტყველებით
კითხვა.(ჯგუფებს შორის საუკეთესო დეკლამატორის გამოვლენა)
|
1 კვირა
|
მოიძიებენ შესაბამის ლექსს და იმუშავებენ მის გამომეტყველებით
დასწავლაზე.
|
კომპიუტერი, წიგნები.
|
მოსწავლეები, მშობლები და
მასწავლებელი
|
აქტივობა-5
ქართული კინო-ფილმებიდან შემოდგომის თემის ამსახველი
კადრების მოძიება და ინსცენირება
|
1 კვირა
|
შეძლებენ მოიზიონ ქართულ ფილმებში შემოდგომის ამსახველი
ეპიზოდები და დაიტამასონ რელებში.
|
კინო-ფილმები.
შესაბამისი დეკორაციები, ფორმები
|
მოსწავლე, მშობელი ,მასწავლებელი
|
აქტივობა-6
შემოდგომის დედოფლის გამოვლენა და შემოდგომის ვალსში
მონაწილეობის მიღება.
|
1 დღე
|
შეარჩევენ სემოდგომის დედოფალს, სესაბამისად შემოსავენ
და მიაღებინებენ მონაწწილეობას სემოდგომის ვალსში
|
შესაფერისი სამოსი და მოსართავები
|
მოსწავლეები. მშობლები და დამხმარე ცეკვის მასწავლებელი.
|
აქტივობა- 7
შემოდგომის ხილითა
და ბოსტნეულით ქარვინგის დამზადება
|
1 დღე
|
მშობელთა მონაწილეობით და აქტიური ჩართულობით მოექყობა ,,ხილის და ბოსტნეულის
ქარვინგი“
|
ფერადი ფურცლები მარკერები, წებო, ფანქრები, საშლელი,
ნახატები.
|
მოსწავლეები , მასწავლებელი და მშობლები
|
აქტივობა-7
„სოფლის ეზო
შემოდგომაზე’’ მაკეტის შექმნა და წარდგენა
|
1 კვირა
|
უფროსების დახმარებით მუშაობენ სოფლის მაკეტის შექმნაზე,
|
ხის მასალა,სხვადასხვა შემოდგომის მასალები..
|
მოსწავლეები,, მშობლები ახლობლები ..
|
აქტივობა-9
ჯგუფებს შორის შეჯიბრი
ლობიოსა და სიმინდის სწრაფად გადარჩევაში.
|
1დღე
|
სამივე ჯგუფის წარმომადგენლებიმონაწილეობას ღებულობენ
შეჯიბრში
|
სიმინდი , ლობიო, ლანგარი
|
მოსწავლეები
|
აქტივობა-10
შემოდგომის ხილის მანდარინის სწრაფად გარჩევასა და
დაგემოვნებაში შეჯიბრი
|
1 დღე
|
სამივე ჯგუფის წარმომადგენლებიმონაწილეობას ღებულობენ
შეჯიბრში
|
მანდარინი
ლანგარი
|
მოსწავლეები
|
აქტივობა-10
პროექტის შეჯამება -შეფასება
შემოდგომის ზეიმის მოწყობა
|
შემოდგომის ზეიმზე
|
მოეწყობა პროექტის ფარგლებში მიღებული საუკეტესო პროდუქტის
გამოფენა-შეფასება
|
მაგიდბი, სკამები, ნახატები, კომპოზიციბი. ხილი, ყვავილები.ლობიო,
სიმინდი.ლანგრები....
|
მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები,დირექციის წარმომადგებლები.
|
პროექტის
შუალედური და საბოლოო მონიტორინგი
პროექტის მონიტორინგი
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
I შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებლისა და მშობლების მიერ
|
პირველი კვირის ბოლოს
|
თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს
|
II შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებლის,მოსწავლეებისა და მშობლების მიერ
|
მეორა კვირის ბოლოს
|
პრობლემის კვლევის უნარ-ჩვევები
|
საბოლოო შეფასება
|
მასწავლებლისა მშობლებისა და სკოლის დირექციის მიერ
მიერ
|
მეოთხე კვირის ბოლოს
|
შეძენილი ცოდნის
ტრანსფერის უნარ-ჩვევები
|
პროექტის
ხელმძღვანელი : მაია დავითაძე
ქალაქ
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის
მასწავლებელი
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maia,davitadze71@gmail.com
Blogger.com
Maiadavitadze71.blogspot.co
მოსწავლეთა
მიერ პროექტის შეფასება
იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
1.
როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა; ბ) მასწავლა; გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2.
შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა; ბ) უკეთესი გახდა; ბ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო; დ) გაუარესდა;
3.
ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო; დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე
. ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
5.
ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------
კრიტიკა:
-------------------------------------------------------------------------
მადლობა დახმარებისთვის.
კითხვარის ანალიზის შედეგებს მომდევნო პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ.
თარიღი:
|
ინფორმაციის მოძიების
შეფასება
|
|||||||||
მოსწავლე
|
შეფასების კრიტერიუმები
|
|||||||||
ინფორმაციის
წყაროების არჩევა
|
მოძიებული
ინფორმაციის კვლევის
მიზანთან შესაბამისობა
|
მოძიებული
ინფორმაციის ორგანიზება
|
ქულათა მაქსიმალური
რაოდენობა
|
|||||||
0-3
|
0-4
|
0-3
|
10
|
|||||||
1.
|
||||||||||
2.
|
||||||||||
3.
|
||||||||||
4.
|
||||||||||
5
|
||||||||||
6.
|
||||||||||
მოსწავლეთა
სააზროვნო უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი
უნარ-ჩვევა, რომელსაც ვაკვირდები
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
--------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
ფაქტების, იდეების მოძიება და დამახსოვრება
|
|||||
ნასწავლი მასალის მნიშნელობის გააზრება
და ინტერპრეტაცია
|
|||||
ათვისებული მასალის გამოყენება უცნობ
სიტუაციებში
|
|||||
ნაწილებს შორის კავშირების დანახვა, დამახასიათებელი / განმასხვავებებლი ნიშნების მოძიება
|
|||||
ნაწილების შეერთება მთელის / ახლის შესაქმნელად
|
|||||
შერჩეულ კრიტერიუმებზე, დაყრდნობით დამოკიდებუ-ლებების გამოხატვა და
გადაწყვეტილების მიღება
|
მოსწავლეთა სოციალურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი
უნარ-ჩვევა, რომელსაც ვაკვირდები
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
--------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება
• დავალების კეთილსინდისიერად შესრულება;
• დავალებებში პასუხისმგებლობების გადანაწილება.
|
|||||
სხვისი პატივისცემა
• სხვისი მოსმენა;
• გადაწყვეტილების მიღება თანასწორობისა და სამარ-თლიანობის საფუძველზე;
• განსხვავებულის აღიარება;
• აზრის გამოხატვა სხვისი შეურაცხყოფის გარეშე.
|
|||||
თანამშრომლობა
• თანამშრომლობა ჯგუფში;
• საქმიანობის, სირთულეების გადანაწილება.
|
|||||
კონფლიქტების მოგვარება
• კომპრომისზე წასვლა;
•სიტუაციის შესატყვისი
რეაქცია;
• სამართლიანობა.
|
|||||
გადაწყვეტილების მიღება
•სხვებისმოსაზრებების
მოსმენა და შეჯერება;
•კონსტრუქციული კამათი;
•პასუხისმგებლობის აღება
საკუთარ თავზე;
• კონსენსუსის მიღწევა.
|
მოსწავლეთა კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი
უნარ-ჩვევა, რომელსაც ვაკვირდები
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
--------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი
-------------
|
მოსმენა
• ინსტრუქციისმოსმენადაგაგება;
• ინფორმაციისმოსმენადაგაგება.
|
|||||
ლაპარაკი
• გასაგებადსაუბარი;
• ზეპირიგამოსვლა;
• მოსაზრებებისნათლადდალოგიკურადგამოხატვადაარგუმენტაცია.
|
|||||
კითხვა
• კითხვისმიზნისგააზრებადაშესაბამისისტრატეგიისშერჩევა;
• წაკითხულისგაგებადადასკვნებისგამოტანა.
|
|||||
წერა
• ინფორმაციისჩაწერა;
• კომენტარებისადაპერიფრაზისგაკეთება;
• საკუთარიაზრისწერილობითჩამოყალიბება.
|
სასწავლო პროექტის
,,შემოდგამა-ბუნების სასწაული“
რეფლექსია
პროფესიული სტანდარტის შესაბამისად მასწავლებელი
ვალდებულია ორიენტირებული იყოს თითოეული მოსწავლის განვითარებასა და წარმატებაზე და
თანამედროვე სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოს მისი სწავლება ე.ს.გ-ის
შესაბამისად.
რადგანაც
დღეს, პროექტებით სწავლება აქტუალურია , გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, გონებრივი შესაძლებლობები და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტულად
ჩავთვალე აღნიშნული თემა შემეთავაზებინა პროექტული სწავლების გზით.
კლასში გავმართეთ დისკუსია პროექტინიციატივის
შესახებ,პროექტის პოტენციურ მონაწილეთა (მოსწავლეთა და მშობელთა) ინტერესების, შესაძლებლობებისა
და ინიციატივების გათვალისწინებით დავხვეწეთ იდეები,განვიხილეთ პროექტის მიზანი, ამოცანები,
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები. შევიმუშავეთ
პროექტის სამოქმედო გეგმა, თითოეული აქტივობის შესრულების ვადა,პირობები, საჭირი რესურსი
და პასუხისმგებელი პირებები.
პროექტი გაიწერა 1 თვეზე , 01.11.16 -დან
30.11.16-მდე.
პროექტის
ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები :
პირველი აქტივობა -გასეირნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და შემოდგომის ბუნებაზე
დაკვირვება.
-სადაც
მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ შემოდგომა მართლაც ბუნების სასწაულია.გადაიღეს უამრავი
შთამბეჭდავი ფოტო და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ უკან..
აქტივობა მეორე -ექსკურსიაზე მიღებული შთაბეჭდილებების
ასახვა ნამუშევრებში.
პირველ ჯგუფს -დაევალა შთაბეჭდილება ჩანახატის სახით გადმოეცათ.
მეორე ჯგუფს-კოლაჟის სახით.
მესამე ჯგუფს კი-ნახატებისა და აპლიკაციების სახით.
თითოეულმა ჯგუფმა შესანიშნავი ნამუშევარი წარმოადგინა.
ამ
აქტივობით მოსწავლეები გავიდნენ ე.ს.გ-ით მისაღწევ შემდეგ შედეგზე;
ბუნ.III.6 მოსწავლე აკვირდება და აღწერს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს
სეზონის მიხედვით, მონაცემებს წარმოადგენს კოლაჟის, ჩანახატის და აპლიკაციის სახით.
აქტივობა-3
შემოდგომის თემაზე პრეზენტაციის მომზადება.
სამივე
ჯგუფს საერთო დავალება მიეცათ.მათ შესანიშნავი სლაიდშოუები წარმოადგინეს და გავიდნენ
შემდეგ შედეგზე:
ქართ.III.9
მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და თავად შექმნას სხვადასხვა
ტიპის ტექსტი, ვიდეო და იუდიომასალა.
აქტივობა-4
შემოდგომის
თემაზე დაწერილი საუკეთესო ლექსის მოძიება და გამომეტყველებით წაკითხვა.
აღნიშნული
აქტივობა გადის ე.ს.გ-ით გათვალისწინებულ შემდეგ მისაღწევ შედეგზე;
ქართ,III.5 მოსწავლემ შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების
გამოყენება მიზნის შესაბამისად.
აქტივობა-5
ქართული კინო-ფილმებიდან შემოდგომის თემის ამსახველი კადრების შერჩევა
და განსახიერება.
ქართ.III.6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახისა და ჟანრის ტექსტის(ზღაპრის,ნოველის
მოთხრობის, ფილმის ..)გაგება-გააზრება..
-ჯგუფის
წევრებთან ერთად ასახიერებს ფილმში ასახულ ეპიზოდებს.
აქტივობა-6
შემოდგომის ფერიების გამოვლენა და შემოდგომის ვალსის შესრულება
ს.გ.III.10. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
აქტივობა -7
სოფლის
ეზო შემოდგომაზე- მაკეტის შექმნა
ს.გ.III.2 მოსწავლეს სეუძლია განივითაროს სხვადასხვა მასალის,
ტექნიკის და პროდუქტის გამოყენების უნარი ნამუშევრის შექმნისას.
-მოძიებული
და უკვე ნაცნობიმასალით(ხის ქერქი,მავთული, თოკი, ქარალდი,მუყაო და სხვა..) ამზადებს
მარტივ ნაკეთობებს და კონსტრუქციებს.
-ქმნის
თემის შესაბამის მაკეტს.
აქტივობა -8
სიმინდისა
და ლობიოს სწრაფად გადარჩევაში შეჯიბრი
ს.გ.III.10. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი საქმიანობის შესრულება.
აქტივობა-9
შემოდგომის
ხილის-მანდარინის სწრაფად გაფცქვნა და დაგემოვნება
ს.გ.III.10. მოსწავლეს
შეუძლია მარტივი საქმიანობის შესრულება.
აქტივობა-10
ხილის
ქარვინგის დამზდება მშობელთა მიერ.
პროექტის ფარგლებში მიღებული პროდუქტი წარვადგინეთ
შემოდგომასთან გამოსათხოვარ დასკვნით ღონისზიებაზე, სადაც მოვახდინეთ საუკეთესო ნამუშევართა
გამოფენა,რითაც შთამბეჭდავი გაცილება მოვუწყეთ შემოდგომას.
პროექტის დადებითი მხრედ უნდ ჩავთვალოს, უპირველესად
ის, რომ მონაწილეებმა მიიღეს გამოცდილება.თითოეული მონაწილე უდიდესი პასუხისმგებლობით
ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მათ საქმე ჰქონდათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან,
მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებოდნენ.თავადვე პოულობდნენ პრობლემის
გადაჭრის გზებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს მაშინაც კი, როცა მათი ჯგუფის ინტერესები არ
იკვეთებოდა.პროექტის ფარგლებში ვატარებით მონიტორინგს, ვამოწმებდით ჩატარებული სამუშაოს
ხარისხს,საჭიროების შემთხვევაში ვუწევდით დახმარებას.
ამ პროექტით მოსწავლეებმა შეიძინეს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები,
რაც მოეთხოვება 21 საუკუნის აღსაზრდელებს. მათ განუვითარდათ თვითორგანიზციისა და თვითპასუხისმგებლობის
გრძნობა, კომუნიკაბელურობა, თამნამშრომლობისა და ერთიანობის დემონსტრირება.პროდუქტიულობა
და ანგარიშვალდებულება.
მე, როგორც მასწავლებელმა შევძელი წარმომეჩინა ჩემი
აღმზრდელობითი და პროფესიული შესაძლებლობანი და განმევითარებინა ამ მიმართულებით.
რა, თქმა უნდა პროექტს ძლიერ მხარეებთან ერთად ჰქონდა
სუსტი მხარეებიც, რომელიც ჩავინიშნე და აუცილებლად ვიმუშავებ მის აღმოფხვრაზე შემდგომი
პროექტის განხორციელების დროს.
მაია დავითაძე
მე-18 საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელი

..საოცარი პროექტი! ყველა მოსწავლემ და მშობელმა მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საზოგადოებისთვის. წარმატებები მაიკო!
ReplyDelete