სასარგებლო ბმულები








სასარგებლო   ბმულები



მასწავლებლებისთვის

http://www.mes.gov.ge/index.php?lang=geo  
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტი


http://old.tpdc.gel
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
აღნიშნული საიტი წარმოადგენს მასწავლებელთა სახლის საიტს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიები, სქემა და მასთან დაკავშირებული საკითხები, ელექტრონული წიგნები და ა.შ.


http://ncp.ge/ge/curriculum?class=23&pos1=500
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი


http://kargiskola.ge/downloadsesia.php
ვებ. პორტალი ,,კარგი სკოლა"


http://mastsavlebeli.ge/?p=12926
ინტერნეტ. გაზეთი ,,მასწავლებელი".

https://silkschool.ge/lessons#/?s=54       
სილქნეტის სკოლა,   სადაც შეგიძლიათ  ნახოთ და მოისმინოთ საგნებისა და ეროვნული  სასწავლო გეგმის მიხედვით, თითოეული  გაკვეთილის ახსნა,  რომელიც დაეხმარება, როგორც   ახალბედა მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. 

http://iec.gov.ge/4216
განათლების საერთაშორისო ცენტრი

https://learningapps.org/display?v=pcj7d4wzc15
საიტი სასწავლო რესურსის შექმნისა და გამოყენებისთვის.


https://www.education.com/resources/science/
საინტერესო საიტი, რომელიც დაგეხმარებათ გაკვეთილების დაგეგმვაში და სიახლის მოძებნაში.


https://www.edmodo.com
მშვენიერი საიტია სამუშაოდ. შეგიძლიათ  დაარეგისტრიროთ თქვენი მოსწავლეები და ერთდროულად გადაუგზავნოთ და მიიღოთ დავალებები, ტესტები და ა.შ.


http://www.worksheetfun.com
ეს საიტი ძალიან გამოგადგებათ დაწყებითების პედაგოგებო. ამოაპრინტერეთ მზა ტესტები და გემრიელად იმუშავეთ.


https://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა--კარგად არის წარმოდგენილი ამ საიტზე.


https://www.pinterest.com/explore/number-tracing/?lp=true
საინტერესო მათემატიკის ტესტები აღმოვაჩინე დაწყებითი კლასებისთვის. შესაძლებელია თვალსაჩინო მასალადაც გამოგადგეთ.

http://www.kidsworldfun.com
 საინტერესო აქტივობები,  ინტერაქტიული თამაშები,  მოთხრობები, ლექსებს,  მათემატიკის მარტივი ტესტები, უფასო საგანმანათლებლო რესურსები.


https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfTeODqYYat9sTMXsgp-VzuJ-Ycp_TwWQSBzm9neb1lMzxCyw/viewform

სულ მალე გამოვა შესანიშნავი ჟურნალი პედაგოგებისთვის: ,, ჩაატარე გაკვეთილი" , სადაც თავმოყრილი იქნება აწ. უკვე ჩატარებული სამოდელო გაკვეთილები (საავტორო უფლების დაცვით). ჟურნალს მოყვება რესურს-დისკი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ სრულფასოვნად შეიტანოთ ის მასალა, რაც სჭირდება აღნიშნული გაკვეთილის ზედმიწევნით ჩატარებას. შეავსეთ ბლანკი და გახდი ამ მშვენიერი წამოწყების  თანამოაზრე.


სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის მოსწავლის სიზარმაცის 

ბრალი არ არის
თარიღი: 05 სექტემბერი 2014
ავტორი: რუსუდან გონაშვილი
თქვენი ბავშვი წერისას ბევრ შეცდომას უშვებს? ვერაფრით ახერხებთ ასწავლოთ გამართული კითხვა?

გამოსავლის მოძებნამდე ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ტიპის შეცდომებს უშვებს: ორთოგრაფიულს, რომლებიც გამოწვეულია მართლწერის წესების უცოდინრობით, თუ „სულელურად" ტოვებს ასოებს (ერთი ასოს შეცვლა სხვა ასოთი და ა. შ.) ან იქნებ, ის პრაქტიკაში ვერ იყენებს უკვე ნასწავლს წესებს? 
ბევრ სირთულეს, იმედგაცრუებასა და პრობლემებს ხვდებიან ასეთი მოსწავლეების მშობლები. ხშირად მშობლები და მასწავლებლებიც კი დაბალ აკადემიურ მოსწრებას მოსწავლეთა სიზარმაცეს მიაწერენ და ამბობენ: „არ ინდომებს, არ უნდა სწავლა", მაგრამ სპეციალისტები თვლიან, რომ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების 80% სულაც არაა გამოწვეული სიზარმაცით. მაშ რისი ბრალია? 
შევეცადოთ გარკვევას!
მშობლებსა და მასწავლებლებს აშფოთებთ წერითი თუ ზეპირი მეტყველების შეცდომები, რადგან ისინი პირდაპირ ზემოქმედებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. წერისას დაშვებულ შეცდომებს ეწოდება დისგრაფია, ხოლო კითხვისას დაშვებულს - დისლექსია. მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მეტყველების ცალკეული კომპონენტის ან ყველა კომპონენტის დარღვევა, რომლებიც არაა დაკავშირებული ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან.
ეს რომ ასეა და ასეთი ბავშვების ინტელექტი რომ ნორმაშია, თვალნათლივ დავინახავთ იმ უამრავი ცნობილი ადამიანის გახსენებით, რომლებიც სკოლაში ამავე პრობლემით იტანჯებოდნენ. მაგალითად:
შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჯორჯ ბუში. ის ურევდა სიტყვებს - ტაქტილური და ტაქტიკური, ბარიერი და ტერიერი... ექიმები მიიჩნევდნენ, რომ დისლექსიის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ამერიკაში ასეთ ბავშვებს, ასევე ცაციებს, უბრალოდ თავს ანებებენ. (ძალიანაც ნუ დაღონდებით, თუ გამართულად ვერ წერთ: მეცნიერები ამბობენ, რომ დისლექსია, როგორც წესი, რომელიმე სხვა სფეროში გენიალურობის მაჩვენებელია).
ლეონარდო და ვინჩი წერდა და ხატავდა მარცხენა ხელით და დატოვა 7 ათასზე მეტფურცლიანი დღიური, რომელიც დაწერილია სარკისებური მეთოდით, რომლის ნორმალურად წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ სარკესში ან სინათლის საშუალებით. 
შვეციის მეფე კარლ გუსტავი არასდროს ამზადებს წინასწარ საჯარო გამოსვლის ტექსტს, რადგან უბრალოდ არ შეუძლია მისი დაწერა და ეს სულაც არაა სიზარმაცის ბრალი.
ჰანს ქრისტიან ანდერსენი - თავდაპირველად რედაქტორები უკან უბრუნებდნენ მას ხელნაწერებს ისე, რომ ბოლომდეც არ კითხულობდნენ და კოპენჰაგენში დიდხანს დადიოდა ხმები „ ბრწყინვალე გაუნათლებელ ავტორზე". ერთ გაზეთში წერდნენ: „ადამიანი , რომელიც ასე უდიერად ეპყრობა საკუთარ ენას, შეუძლებელია იყოს მწერალი". ეს თითქმის სიმართლეა-ზოგადად დისლექტიკები ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელიც კითხვასთან და წერასთან არ არის დაკავშირებული.
ინგვარ კამპრადი ( შვეციის მოქალაქე) : დამოუკიდებლად შექმნა ( არ შეეძლო ნორმალურად წერა და კითხვა) შემოსავლის წყარო: კომპანია «Ikea»
შემოსავალი: 31 მილიარდი დოლარი.
თომას ალვა ედისონი (1847 - 1931), გამომგონებელი.
მასწავლებლები მას სულელად მიიჩნევდნენ, რადგან ცუდად საუბრობდა, ცუდად წერდა და ვერაფერს იმახსოვრებდა. მიაჩნდათ, რომ მას საერთოდ არ შეეძლო მათემატიკის შესწავლა.
თომას ედისონი 12 წლის ასაკში სკოლიდან გარიცხეს. ის რომ სულიერად დაცემულიყო, ვერასოდეს გამოიგონებდა ფონოგრაფს, მსოფლიოში პირველ ხმის ჩამწერ ხელსაწყოს. 
აგატა კრისტი (1890-1976), დეტექტივების ავტორი.
ცნობილი ინგლისელი მწერალი, რომელმაც 80 წიგნზე მეტი დაწერა. ყველასთვის ცნობილია, რომ პატარა აგატას ვერაფრით ასწავლეს წერა. ის იმდენ შეცდომას უშვებდა და ისე ნელა წერდა, რომ მშობლებმა სკოლიდან გამოიყვანეს და მან სახლში გააგრძელა განათლების მიღება. სიცოცხლის ბოლომდე ის ვერ ისწავლა გამართული წერა და უშვებდა უამრავ ორთოგრაფიულ შეცდომას. 
ალბერტ ეინშტეინი (1879 - 1955), ფიზიკოს-თეორეტიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ფუძემდებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ის მთელი ცხოვრება ცუდად წერდა და დიდი გაჭირვებით კითხულობდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, აშშ-ს პრეზიდენტისთვის მიეწერა წერილი, რომლითაც აფრთხილებდა იმ საშიშროებაზე, რასაც გამოიწვევდა ფაშისტური გერმანიის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. 
ლინდონ ჯონსონი (1908-1973), აშშ-ს ოცდამეთექვსმეტე პრეზიდენტი. 
ჯონსონი გამოირჩეოდა სხარტი გონებით, დიდი ცოდნითა და ცუდი წერის უნარით. გადმოცემის მიხედვით, ჯონსონი მის მიერ წაკითხულ ანგარიშებზე წერდა О.К.-ს, რაც აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც «ყველაფერი სწორია». გამართულ ინგლისურ ენაზე ეს სიტყვა იწერება ასე - «All correct». დღემდე ეს «О.К!» დარჩა და მიღებულია, როგორც ამერიკანიზმის პირველი ნიშანი. 
პეტრე I აბსოლუტურად გაუმართავად წერდა. როგორ არ ეცადნენ მისი მასწავლებლები, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწიეს. პეტრე I საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას სიტყვაში გამორჩენილ ასოებს. 
ბევრ ნიჭიერ ადამიანს ასეთი ნაკლის გამო ბავშვობაში სულელებად მიიჩნევდნენ. ელექტრონული ნათურის გამომგონებელი თომას ედისონი და ცნობილი ინგლისელი ფიზიკოსი მაიკლ ფარადეი ერთდროულად იყვნენ დისლექტიკებიც და დისგრაფიკებიც. ედისონი 12 წლის ასაკში სკოლიდანაც კი გარიცხეს... ალბერტ აინშტაინსაც კი სულელად თვლიდნენ სკოლაში მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდად წერდა და კითხულობდა...
ცნობილი სამოსნები
ისააკ ნიუტონი (1643-1727) - უდიდესი ფიზიკოსი, მიზიდულობის კანონის აღმომჩენი, კლასში ყველაზე ცუდად სწავლობდა, ვიდრე ამხანაგმა არ სცემა. ამის შემდეგ ნიუტონმა მისი დამარცხება დაისახა მიზნად სწავლაშიც და ჩხუბშიც და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ის კლასში პირველი მოსწავლე იყო. 
ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821) - ფრანგი იმპერატორი და დიდი მთავარსარდალი. მათემატიკის გარდა ყველა საგანს ცუდად სწავლობდა. 
ოტო ფონ ბისმარკი (1815-1898) - გერმანიის იმპერიის კანცლერი. გააერთიანა გერმანია, თუმცა ბავშვობაში ძალიან ცუდად სწავლობდა. 
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827) - ცნობილი კომპოზიტორი. სწავლობდა ცუდად, წერდა შეცდომებით. ცხოვრების ბოლომდე ვერ ისწავლა მიმატება და გამოკლება, გამრავლება და გაყოფა. 
ალექსანდრე დიუმა-მამა (1802-1870) - დიდი ფრანგი მწერალი. ვერაფრით ისწავლა გამრავლება და გაყოფა.
სერგეი კარალიოვი (1906/07-1966) - მეცნიერი და კონსტრუქტორი. მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტები, პირველი თანამგზავრი, კოსმოსური ხომალდები "Восток" და"Восход". იყო სამოსანი მოსწავლე.
ვლადიმირ მაიაკოვსკი (1993-1930) - პოეტი. ისე ცუდად სწავლობდა, რომ „ანა კარენინა" ბოლომდეც კი ვერ წაიკითხა, რითაც ამაყობდა კიდეც.

სხვადასხვა შეცდომებს წერისას ის ბავშვებიც უშვებენ, რომლებიც არ არიან დისგრაფიკები. თუმცა მხოლოდ დისგრაფიკების შეცდომები ატარებენ განმეორებით ხასიათს. 
ყველაზე მეტი დისგრაფიკული შეცდომა კარნახში გვხვდება. ეს შეიძლება გადაწერითაც იყოს გამოწვეული.
დისგრაფიკულ შეცდომები ლოგოპედური ბუნებისაა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გამოასწოროს. მაგრამ ვიყოთ რეალისტები: ლოგოპედები არ გვყავს ყველა სკოლაში. ამიტომაც ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და რეკომენდაციას, რომლებიც გამოგადგებათ ასეთ ბავშვებთან მუშაობისას.
დისგრაფიკული შეცდომები და დისგრაფიკი ბავშვის დახმარება. 
როგორ მოვიქცეთ?
განვავითაროთ მეტყველების ფონემური მხარე.
გამოვასწოროთ ოპტიკური შეცდომები, რომლებსაც საფუძვლად უდევს მხედველობითი აღქმის დარღვევა. ბავშვები ურევენ ასოებს, რომლებიც ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად: ბავშვი ვერ ხედავს ვერანაირ განსხვავებას : ს – ხ, ხ – ძ, შ – წ, ჭ – ჯ-ს წერისას.
როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომები? ბავშვს განვუვითაროთ სივრცეში ორიენტაცია და მხედველობითი ანალიზატორი. თუ ბავშვი ჯიუტად ურევს ერთმანეთში ბგერებს, რთულად იმახსოვრებს ასოებს, მაშინ შეიძლება პრობლემური ასოები პლასტილინისგან გამოვძერწოთ, კონსტრუქტორ „ლეგოს" დახმარებით ავაწყოთ სიტყვები, ამოვქარგოთ, დავხატოთ ქაღალდსა და თოვლზე და ა. შ. აუცილებელია, ამის შემდეგ მიღებული შედეგები შევადაროთ ასო-ბგერებს. შეიძლება ბავშვს დახუჭული თვალებითა და ხელის შეხებით ამოვაცნობინოთ ასოები, ასევე შევთავაზოთ ხელისგულზე მოხაზვით დაწერილი ასოების გამოცნობა. ვთხოვოთ, აღწერონ რომელიმე ასო გარეგნულად (მასწავლებელი აღწერს-ბავშვები ცდილობენ ამოცნობას, შემდეგ თავად აღწერენ რომელიმე ასო-ბგერას). ჩავრთოთ თამაშში „ვაქციოთ სხვა ასოდ", რამდენიმე არასწორად დაწერილი ასოებიდან ვაპოვნინოთ ერთი სწორად დაწერილი, მოვაძებნინოთ სხვადასხვა სურათებში, გეომეტრიულ ფიგურებში დამალული ასო-ბგერები...
რამდენიმე სავარჯიშო, რომელიც ბავშვს დისგრაფიისგან თავის დახწევაში დაეხმარება: 
1. ყოველდღიურად 5 წუთის განმავლობაში (მეტი დაუშვებელია) ნებისმიერი სახის ტექსტში (საგაზეთო სტატიის გარდა) გაუხაზეთ ასოები. უნდა დაიწყოთ ერთი რომელიმე ხმოვნით, შემდეგ გადახვიდეთ თანხმოვანზე. ვარიანტი უამრავი შეიძლება იყოს. მაგალითად: გაუხაზეთ ასო-ბგერა ა, ხოლო ასო-ბგერა ო შემოუხაზეთ, შეიძლება მისცეთ წყვილი თანხმოვნები ან ის ასო-ბგერები, რომლის წარმოთქმისასაც მოსწავლეს პრობლემები ექმნება. მაგალითად: რ-ლ, ს-შ და ა. შ. 
ასეთი 2–2,5 თვიანი მეცადინეობის შემდეგ (მაგრამ პირობით – ყოველდღიურად და არაუმეტეს 5 წუთისა!) წერის უნარი უმჯობესდება. 
2. ყოველდღიურად აწერინეთ კარნახი ფანქრების გამოყენებით. პატარა ტექსტები ბავშვს არ დაღლის და ის ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს (რაც ძალიან გაახარებს). აწერინეთ 150 - 200 სიტყვიანი ტექსტები და შეუმოწმეთ. ტექსტში ნუ შეასწორებთ შეცდომებს. უბრალოდ მონიშნეთ რვეულის მინდორზე მწვანე, შავი ან იისფერი ფანქრით (არავითარ შემთხვევაში წითელი ფანქრით!), შემდეგ ნაწერი დაუბრუნეთ მოსწავლეს შესასწორებლად. ბავშვს ექნება შესაძლებლობა, რომ კი არ გადახაზოს შეცდომით დაწერილი ასოები, არამედ წაშალოს და მართებულად დაწეროს. მიზანი მიღწეულია: შეცდომებს თავად მოსწავლე პოულობს, ასწორებს და ტექსტიც უშეცდომოდ გამოიყურება.
3. მიეცით ბავშვს პატარა ტექსტი ნელა, ხმამაღლა გამომეტყველებით წასაკითხად და გადასაწერად. 
როდესაც ბავშვს ამეცადინებთ, გახსოვდეთ რამდენიმე ძირითადი წესი: 
oმეცადინეობის განმავლობაში ბავშვისთვის აუცილებელია კეთილგანწყობილი ატმოსფერო და დამოკიდებულება. უამრავი ცუდი ნიშნის, მშობლების მხრიდან არასასურველი საუბრების შემდეგ მან უნდა მიიღოს თუნდაც პატარა, მაგრამ წარმატების განცდა.
oუარი თქვით ბავშვის სწრაფად კითხვის უნარის შემოწმებაზე.
oგახსოვდეთ, არასოდეს მისცეთ ბავშვებს სავარჯიშოდ ისეთი ტექსტები,რომელშიც შეცდომებია დაშვებული. 
4.მიდგომას - მეტი კითხვა და წერა - შედეგი არ მოაქვს. 
უმჯობესია გააკეთოს ცოტა, მაგრამ ხარისხიანად. ნუ წააკითხინებთ დიდ ტექსტებს და ნუ დააწერინებთ დიდ კარნახებს. დასაწყისში უნდა იმუშაოთ ზეპირი მეტყველების გაუმჯობესებაზე. დიდი კარნახების წერისას დაშვებული უამრავი შეცდომა ბავშვის მეხსიერებაში მხოლოდ უარყოფით გამოცდილებად დაფიქსირდება.
5. ზედმეტად ნუ შეაქებთ პატარა მიღწევებისთვის. უმჯობესია, არ უსაყვედუროთ და არ დაადარდიანოთ, როდესაც რაღაც არ გამოუვა. 
6. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ემოციები ბავშვისთვის შეუმჩნეველი უნდა დარჩეს: არ გაბრაზდეთ, არ გაღიზიანდეთ, ზედმეტად არ გამოხატოთ სიხარული.

პ.ს. ამ პრობლემამ მუშაობის დაწყებისთანავე დამაფიქრა. მეგონა, მოსწავლის ცუდად წერისა და კითხვის უნარი გამოწვეული იყო მისივე სიზარმაცით და თავის დროზე (დაწყებით კლასებში) მასწავლებლისა და მშობლის არასათანადო მუშობით (რა თქმა უნდა, ზოგიერთ კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებით ეს ასეც არის, ყველა არაა დისგრაფიკი და დისლექტიკი). ჩემზე გამოცდილი პედაგოგებიც მიიჩნევდნენ, რომ ცუდად კითხვისა და წერის უნარი ბავშვების სიზარმაცის ბრალი იყო, მეც დავიწყე სავარჯიშოების მიცემა საკითხავად და საწერად, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიე, მდგომარეობა უფრო გავაუარესე: ბავშვებს აღარ უნდოდათ სკოლაში მოსვლაც კი. ამასთან ვამჩნევდი, რომ ჩვეულებრივ საუბარში უპრობლემოდ მეტყველებდნენ თანატოლებთან და სხვა საგნებსაც მშვენივრად ითვისებდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც სხვა იყო მიზეზი და გამოსავალი სხვაგან უნდა მეძებნა. ამ ძებნამ „აღმომაჩენინა" ეს ფენომენები: დისგრაფია და დისლექსია... 
უამრავი სამეცნიერო სტატიის გაცნობის შემდეგ მსურს გითხრათ ყველას - ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც და მშობლებსაც:
უპირველეს ყოვლისა ნუ შეგეშინდებათ ნურც სიტყვის (დისგრაფიის) და ნურც იმის, რაც მის უკან დგას. არავინაა დამნაშავე იმაში, რომ თქვენი შვილი ისეთი არაა, როგორიც ყველა. მით უფრო, რომ დღეს მოდური აღარაა იყო ისეთი, როგორიც ყველაა (ეს ხუმრობით). დისგრაფია ავადმყოფობა არაა. ეს წესია. სხვანაირი, გამონაკლისი. ეს არ არის დეფექტი. ეს არის უკვე კარგად დავიწყებული შიში მასწავლებლის, სქელი წიგნის, გადაჯღაბნილი რვეულის და 24-ხაზიანი საზეპირო ლექსის მიმართ, რომელიც მეორე დღისთვის აუცილებლად ზეპირად უნდა გცოდნოდა.


გამოყენებული ლიტერატურა:








როგორ ვიმუშაოთ დამოუკიდებლად წერისას დაშვებულ შეცდომებზე
წერის უნარის გამომუშავება და ჩამოყალიბება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამ უნარის ჩამოყალიბება დიდადაა დამოკიდებული არამხოლოდ მასწავლებლებზე, არამედ თავად მოსწავლეების სურვილსა და მონდომებაზე. მსურს, შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა და მითითება, თუ როგორ შეიძლება გამოვუმუშაოთ აღსაზრდელებს ეს უნარი. ვფიქრობ, ამ მითითებების გამოყენებით მოსწავლეები შეიძენენ შეცდომებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს.
თავდაპირველად ბავშვებს შესთავაზეთ მარტივი ტექსტები, რათა ისინი დამოუკიდებელ მუშაობას მიაჩვიოთ. დასაწყისში უმჯობესი იქნება, რამდენიმე გაკვეთილი ერთი სახის შეცდომების აღმოჩენას დაუთმოთ . ასეთი მეცადინეობებით მოსწავლეები ზუსტად არკვევენ შეცდომის ტიპს, იწყებენ გააზრებულ სწავლას, აზროვნებას, სწავლობენ მართლწერას, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს უაქტიურდებათ აზროვნება, ყურადღება და უყალიბდებათ ნასწავლი თეორიული მასალის შეგნებულად და გააზრებულად გამოყენების უნარი. 
შეცდომებზე მუშაობის გასაადვილებლად გააცანით მათ „სამახსოვრო" და „ როგორ ვიმუშაოთ შეცდომებზე".
ინდივიდუალური შეფასების ბარათებს კი თქვენ შეავსებთ და დააკვირდებით მოსწავლეთა პროგრესს. ბარათში წერების სავარაუდო რაოდენობა და კლასი მაქვს მითითებული. საჭიროების მიხედვით დაამატეთ კლასი და წერითი დავალებების რაოდენობა. შესაძლებელია, მხოლოდ სემესტრების ბოლოს დააკვირდეთ მათ პროგრესს, მაშინ ცხრილში მხოლოდ პირველსა და მეორე სემესტრებს ჩაწერთ, დანარჩენ გრაფებს კი წაშლით.
სამახსოვრო
თუ შენ სიტყვაში გამოტოვე, გადაადგილე ან დააკელი ასო, დაწერე ეს სიტყვა სწორად და დაყავი ის მარცვლებად. მონიშნე ბგერები, რომლებიც გამოტოვე. 
თავდაპირველად გაარკვიე, სიტყვის რომელ ნაწილში დაუშვი შეცდომა:
ა)თუ შეცდომა თავსართში გაქვს დაშვებული, გამოყავი ეს თავსართი, მოიფიქრე ამ თავსართიანი კიდევ ერთი სიტყვა და ჩაიწერე;
ბ)თუ შეცდომა ფუძეშია, გამოყავი ფუძე, მოიფიქრე ამ ფუძიანი რამდენიმე სიტყვა, ყველა სიტყვაში გამოყავი ფუძე, შეადგინე წინადადებები;
გ)თუ შეცდომა სუფიქსშია (ბოლოსართში), დაწერე კიდევ ორი სიტყვა ამავე სუფიქსის გამოყენებით, გამოყავი სუფიქსები. 
დ)თუ შეცდომა დაშვებულია არსებითი სახელის დაბოლოებაში, გადმოწერე ეს არსებითი იმ სიტყვასთან ერთად, რომელსაც მიემართება, დაუსვი სათანადო კითხვა და ჩააყენე შესაბამის ბრუნვაში. 
ე)თუ შეცდომა ზედსართავი სახელის დაბოლოებაშია დაშვებული, გადმოწერე ეს ზედსართავი იმ არსებითთან ერთად, რომელსაც განსაზღვრავს. განსაზღვრე ბრუნვა, გამოყავი დაბოლოება. 
ვ)თუ შეცდომა ზმნის დაბოლოებაშია, დაწერე ამ ზმნის საწყისი ფორმა, მიუთითე უღლება, დრო, პირი, ზმნის რიცხვი, ამ ზმნის გამოყენებით შეადგინე წინადადება.
როგორ ვიმუშაოთ შეცდომებზე
1. წინადადების წერისას დაშვებული შეცდომები.
სწორად გადაწერე წინადადება. შეადგინე ახალი წინადადება იმავე სიტყვების გამოყენებით
2. ტექსტში დაშვებული შეცდომები.
გადაწერე მთლიანი ტექსტი სწორად.
3. ასოების გამოტოვება, დამახინჯება, ასოების შეცვლა, სიტყვის მარცვლებად დაყოფა.
გადმოწერე სიტყვა, დაყავი სიტყვა მარცვლებად, შეადგინე წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით და ჩაიწერე. 
4. სიტყვის გადატანა.
გადმოწერე სიტყვა, დაყავი სიტყვა გადასატანად: დე-და.
დაიმახსოვრე! სიტყვის გადატანისას დაუშვებელია ერთი ასოს დატოვება ან შემდეგ ხაზზე გადატანა .
5. სიტყვის მარაგი.
მოძებნე სიტყვის განმარტება ლექსიკონში, გადმოწერე, მოიფიქრე ამ სიტყვის სამი სინონიმი.
6. სიტყვის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად.
გადმოწერე სიტყვა, დაწერე ამ სიტყვის 2 სახეცვლილი ფორმა - გამოყავი დაბოლოება, მოიფიქრე მსგავსი ფუძის მქონე 2 სიტყვა - გამოყავი ფუძე, შემდეგ მოძებნე თავსართ-ბოლოსართები.
ქუდი - ქუდით, ქუდის, ქუდიანი, მექუდე.
7. თანდებულის ხმარება
გადმოწერე სიტყვა, გამოყავი თანდებული, ამ თანდებულის გამოყენებით მოიფიქრე კიდევ ხუთი სიტყვა.
8. სუფიქსების მართლწერა.
გადმოწერე სწორად, გამოყავი სუფიქსი, ამ სუფიქსის გამოყენებით დაწერე კიდევ სამი სიტყვა.

წერს - ხატავს, ქარგავს, აფერადებს.
9. გამოყავი თანდებული.
გადმოწერე თანდებულიანი სიტყვა, ფუძესა და თანდებულს შორის ჩაწერე შესაბამისი კითხვა, ამ თანდებულის გამოყენებით დაწერე კიდევ სამი სიტყვა. 
10. უარყოფითი ნაწილაკი „არა" და ზმნა იწერება ცალ-ცალკე.
გადმოწერე სწორად, გამოყავი ადგილი არასა და ზმნას შორის, ჩაიწერე კიდევ სამი სიტყვათშეთანხმება „არა" ნაწილაკის გამოყენებით: არ წამოვიდა, არ შემოვიდა, არ დარბოდა, არ შეეძლო.
11. წინადადების მთავარი წევრების გამოყოფა.
გადმოწერე წინადადება, გამოყავი შემასმენელი და ქვემდებარე. მოიფიქრე მსგავსი წინადადებები, გაარჩიე ისინი. 
12. წინადადებაში მეტყველების ნაწილების გამოყოფა.
გადმოწერე წინადადება, ყოველი სიტყვის ქვეშ მიაწერე, რომელი მეტყველების ნაწილია. მოიფიქრე მსგავსი წინადადება და მოძებნე მეტყველების ნაწილები .










წერისას დაშვებული შეცდომების ინდივიდუალური ბარათი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
( მასწავლებლებისათვის)( მასწავლებლებისათვის)
მოსწავლე __ ____________________
შეცდომის სახე
კლასი
კლასი
1
2
3
4
შენიშვნა
1
2
3
4
შენიშვნა
1.
ნარნარა ბგერების არევა
2.
ასოების გამორჩენა
3.
სიტყვის გადატანა
4.
შ, ს-ს არევა
5.
ხ, ღ-ს არევა
6.
ზედმეტი ასოები
7.
ც,წ-ს არევა
8.
ზმნისწინების არევა
9.
აბზაცი
10.
სასვენი ნიშნების გამოტოვება
11.
არასწორი თანდებულების გამოყენება
12.
არასწორი ბრუნება
13.
არასწორი რიცხვი
14.
ზმნის პირების არასწორი გამოყენება
15.
ნაცვალსახელის არასწორი გამოყენება
16.
კუმშვა-კვეცა
17.
ზმნის მართლწერა
18.
არსებითი სახელის მართლწერა
19.
რიცხვითი სახელის მართლწერა
20.
ნაცვალსახელის მართლწერა
21.
კომპოზიტებთან დაკავშირებული შეცდომები
22.
მსაზღვრელ-საზღვრულთან დაკავშირებული შეცდომები
23.
რიცხვში მონაცვლე ზმნები
24.
სახელზმნა
25.
ლექსიკა და ფრაზეოლოგია
26.
უცხოური სიტყვების მართლწერა
27.
ჟარგონი, დიალექტიზმები, ბარბარიზმები
28.
სასვენი ნიშნები მარტივ წინადადებაში
29.
სასვენი ნიშნები შერწყმულ წინადადებაში.
30.
სასვენი ნიშნები რთულ წინადადებაში
31.
სტილის საკითხები
32.
სინტაქსი
33.
კავშირის გამოყენებასთან დაკავშირებული შეცდომები
მშობლებთან ურთიერთობა
თარიღი: 08 დეკემბერი 2014
ავტორი: მ. დავითაძე
ყველა მასწავლებელს მჭიდრო კავშირი აქვს მშობელთან. ეს განპირობებულია იმით, რომ მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე. ამას არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ამ კვლევების მთავარი იდეა ასეთია: რაც უფრო ხშირად ესაუბრება მშობელი შვილს განათლების მნიშვნელობაზე, მით უკეთესად აღწევს მოზარდი აზროვნების მაღალ დონესა და აკადემიურ წარმატებას.
საერთო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ორივე მხრიდან დანახული როლები - მასწავლებლის მიერ დანახული მშობლის როლი და, პირიქით, მშობლის მიერ - მასწავლებლის როლი.
მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ბევრად განსაზღვრავს მოსწავლის შემდგომ წარმატება-წარუმატებლობას. მშობლის მხარდაჭერასა და წაქეზება-გამხნევებაზე, შვილის სწავლის პროცესით დაინტერესებაზე, სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაზე დიდწილად არის დამოკიდებული ბავშვის შემდგომი ბედი და მომავალი, თუმცა თუ თავ-თავის წილ პასუხიმგებლობას ორივე მხარე გაინაწილებს (მასწავლებელიცა და მშობელიც) მოსწავლის მიღწევების კუთხით, მაშინ გაცილებით მეტს მივაღწევთ. მასწავლებლებს კარგად გვესმის, რომ საჭიროა ხშირად გავუზიაროთ მშობელს შვილთან დაკავშირებული ინფორმაცია, მივაწოდოთ ანგარიშები, შეფასებები შვილის პროგრესის შესახებ, რათა მშობელმა შვილის შესახებ ყველაფერი იცოდეს: კარგიც და ცუდიც; უმჯობესია, უკეთ ვიცნობდეთ თითოეულის ოჯახს, რაც დაგვეხმარება მოსწავლისადმი სპეციფიკური მიდგომების შემუშავებაში და . .
უკუკავშირისთვის მშობელიც მზად უნდა იყოს. მშობელი უნდა ენდოს მასწავლებელს და შვილის წარმატებით უკმაყოფილომ ყველაფერზე პედაგოგს არ მოსთხოვოს პასუხი. გააცნობიეროს, რომ მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობაში მასაც მიუძღვის წილი, რადგან განათლება გუნდური მუშაობაა და მასაც უნდა აინტერესებდეს შვილის ძლიერი და სუსტი მხარეები, გაკვეთილზე აქტიურობა, ჩართულობა, მომზადების დონე; უნდა იცოდეს, სწავლობს თუ არა ის შესაძლებლობების ფარგლებში, ესმის თუ არა მასწავლებლის მოლოდინები და დროულად მოაქვს თუ არა დავალებები, მზად არის თუ არა გაკვეთილებისთვის
მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება. ამ ურთიერთობამ შესაძლოა, გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხიც. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი თვითონ ირჩევს შედეგამდე მისასვლელ გზას და რომ ამ გზაზე მისი დამხმარე და თანამოაზრე მასწავლებელია
სწორედ ამიტომ შევიმუშავემოსწავლის მუშაობის შემოწმების დოკუმენტის შაბლონი", რომელსაც საფუძვლად უდევს მოსწავლის საქმიანობის ყოველგაკვეთილური სისტემატური შემოწმების პრინციპი და ხელს უწყობს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის ფორმირებას როგორც საკუთარ თავთან, ასევე მასწავლებლის, თანაკლასელებისა და მშობლების წინაშე.
ეს შაბლონი დაგვეხმარება მშობლის სასწავლო პროცესით დაინტერესებასა და მათთან კომუნიკაციაში. ძვირფასო პედაგოგებო, ეს დოკუმენტი გამოგადგებათ, თუ კლასში გყავთ მოსწავლე, რომელიც არღვევს სასწავლო დისციპლინას: აცდენს გაკვეთილებს, არ ასრულებს საშინაო დავალებას, გაკვეთილზე დაკავებულია სხვა საქმით და ამავე დროს ძალიან გულმავიწყია, რადგან ხშირად ამტკიცებს, რომ საშინაო დავალება არ მიუციათ და საერთოდ ეს მასალა ჯერ არ აუხსნიათ, ან როდესაც მასწავლებელმა ახსნა გაკვეთილი, ის ცუდად იყო და სკოლაში არ იმყოფებოდა.
ყოველ გაკვეთილზე მოსწავლესთან ერთად ამ დოკუმენტის შევსებით თქვენ გადააჩვევთ მას ტყუილის თქმასა და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. დაეხმარებით, დაინახოს საკუთარი მოსწრების (ვერმოსწრების) სრული სურათი. შედეგად მოსწავლე შეიცვლის ქცევასა და სწავლისადმი დამოკიდებულებას, რადგან კონტროლი ყოველთვის დისციპლინას აჩვევს ადამიანს. თუ არ შეიცვლის, თქვენალიბი" მაინც გექნებათ ადმინისტრაციისა და მშობლების წინაშე. ამ დოკუმენტის დახმარებით, ყოველთვის შეგიძლიათ დაამტკიცოთ და აჩვენოთ, როგორ მუშაობდით მოსწავლეებთან, მაგალითად, სემესტრის განმავლობაში, მათ შორის ინდივიდუალურად, რას მიაღწიეთ ან ახსნათ (გააკეთოთ დასკვნა), რატომ ვერაფერს მიაღწიეთ.
ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება ადვილად მიადევნოთ თვალი ნებისმიერ დინამიკას და გაანალიზოთ კლასის დამრიგებელთან, მშობელთან, სხვა მასწავლებლებთან ერთობლივი მუშაობის, მოსწავლის მოსწრების დადებითი და უარყოფითი მხარე. უკეთესია, დოკუმენტი ინახებოდეს მასწავლებელთან და მშობელს გასაცნობად კლასის დამრიგებლის მეშვეობით გადაეცეს.
ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია (მშობლისთვის ან მოსწავლისთვის) შესაძლებელია, დაიწეროს დოკუმენტის მეორე მხარეს.















დოკუმენტი
______კლასი მოსწავლე ________________________________
(სახელი, გვარი)
მშობლის გაფრთხილება ________________ ქართულის მასწავლებელი მ.დავითაძე
თარიღი _______________ მშობლის ხელმოწერა__________________________
თარიღი
საშ. დავალების შესრულება
წინა გაკვეთილი
მიმდინარე გაკვეთილის თემა დაშინაარსი
გაკვეთილზე მუშაობა
(მ.შ. ინდ)
საშ.დავალება
გაკვეთილი
(მ.შ. ინდ.)
მოსწავლის ხელმოწერა
მასწავლებლის ხელმოწერა
































































































































































































No comments:

Post a Comment

       ,, მასწავლებლობა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია, ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზა, რომლის დასაწყისი ჩემს ბავშვობაშია საძიებე...